Posts

სუსან ოსტენი საბავშვო თეატრის შესახებ; NAKS ვებინარის ჩანაწერი, 2021 ოქტომბერი, ასიტეჟი ესტონეთი

Image
სუსანე ოსტენი      საბავშვო თეატრზე ლაპარაკი არასდროს მბეზრდება, ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი თემაა და დიდი ხანია, რაც ამ საკითხზე ვატარებ ლექციებს. ბავშვებს სჭირდებათ ხელოვნება!  ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ზღაპრების კითხვა, მაგრამ ხანდახან დედაჩემი ზოგიერთი წიგნის კითხვას მიკრძალავდა, რადგან მიაჩნდა, რომ იქ მოთხრობილი ამბები ბავშვისთვის სახიფათო და სასტიკი იყო. ამ აკრძალვის გამო კიდევ უფრო მომინდა ოზი ანდერსონის ზღაპრების წაკითხვა. წიგნების კარადიდან წიგნები უჩუმრად ავიღე, წავიკითხე და ეს ამბავი დედაჩემს დავუმალე. მაინტერესებდა, ასეთი რა იყო იმ ზღაპრებში, რომ დედა წაკითხვის ნებას არ მაძლევდა. ბავშვობაში იყო ისეთი რაღაცებიც, რაზეც ლაპარაკი არ შეიძლებოდა და თუ ასეთ აკრძალულ, „უხამს“ თემას შევეხებოდი, დედას შეეძლო ჩემთვის დაერტყა კიდეც. სექსზე და სექსუალობაზე ხმის ამოღების ყველას ეშინოდა, ეს აბსოლუტურად ტაბუდადებული თემა იყო. სკოლაში ხატვის, მუსიკასა და თეატრალურ ხელოვნებასთან ზიარების საშუალება მქონდა. ჩემს ბავშვობაში სკოლაც ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ, საბედნიეროდ,...

მანანა გეგეჭკორი. "ვეძებთ ნაძირალას!" - თემურ ჩხეიძის „გრონჰოლმის მეთოდი“

Image
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არცერთი თანამედროვე პიესა ისე არ მომწონებია, როგორც ჟორდი გალსერანის „გრონჰოლმის მეთოდი“. დეტექტივის პრინციპით დაწერილი (თუმცა დეტექტივი არ არის) პიესა, იმედი მაქვს, ბოლომდე შეინარჩუნებს მაყურებლის ყურადღებას. არ შევუდგები იმის მოყოლას, თუ რაზეა ის. ამაზე, ვფიქრობ, თითოეული მაყურებელი თავის დასკვნას გამოიტანს. ძალიან მინდა ყველა ისე შეწუხდეს დასმული პრობლემით, როგორც ეს მე დამემართა პიესის კითხვისას.“ თემურ ჩხეიძე თანამედროვე ქართულ თეატრში გამოჩნდა პიესა, რომელიც სიღრმისეულად ასახავს საზოგადოებაში დღეს საფუძვლიანად დამკვიდრებულ მნიშვნელოვან სატკივარს, პრობლემას, რომელმაც ჩვენში უკვე მყარად მოიკიდა ფეხი. სამწუხაროდ! საინტერესოა, რომ ეს პიესა ქართული არ არის. იგი თანამედროვე ესპანელმა დრამატურგმა ჟორდი გალსერანმა დაწერა. მას „გრონჰოლმის მეთოდი“ ჰქვია. როგორც ჩანს, გლობალიზაციის მსოფლიო პროცესში საქართველოს ჩართვას, ჩვენი ქვეყნისათვის მრავალ პოზიტიურ შედეგთან ერთად, ნეგატიურიც მოაქვს. რას იზამ, ყველა მოვლენას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. „გრო...

ნათელა ურუშაძე, „შალვა ღამბაშიძე“

Image
  ნათელა ურუშაძე ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“, #9, 1983 შალვა ღამბაშიძე დაიბადა 1899 წლის 1 აგვისტოს (ძვ. სტ. 20 ივლისი), ზესტაფონში.  მისი ბაბუა, დეკანოზი დავით ღამბაშიძე, განათლებული კაცი იყო, სამოციანელთა იდეებით გატაცებული, ჟურნ. „მწყემსის“ რედაქტორ-გამომცემელი. მამა, ქსენოფონტე ღამბაშიძე, ზესტაფონის ეკლესიის მოძღვარი. ისიც ერთობ განსწავლული. დედა, პელაგია ცქიტიშვილის ასული. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. ერთხანს ზესტაფონის სტამბაში მუშაობდა. 1918 წელს დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და მაშინვე იწყებს თანამშრომლობას ქუთაისის თეატრში. 1919 წელს თბილისშია, სწავლობს გ.ჯაბადარის სტუდიაში. 1920 წელს ბათუმის თეატრის მსახიობია. 1921 წელს ისევ თბილისშია, დრამის თეატრში. ამავე დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია (3 წელი ისწავლა). 1928-1930 წლებში ქუთაისის თეატრშია მარჯანიშვილთან. 1930 წელს ისევ თბილისშია, მეორე სახელმწიფო დრამაში, რომელიც კ.მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობის თეატრად იწოდება. 1937 – 1948 წლებ...

სუბოტიცას საბავშვო თეატრების საერთაშორისო ფესტივალის შესახებ

Image
როცა გაზაფხულზე მივიღე წერილი, რომ სექტემბრის ბოლოს სერბეთში, ქალაქ სუბოტიცას საბავშვო თეატრების საერთაშორისო ფესტივალსა და ფორუმზე მეპატიჟებოდნენ, ძალიან კი გამიხარდა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მჯეროდა, რომ წასვლას მოვახერხებდი. პანდემიისა და "გამოკეტილობის" გადამკიდე, ვეღარც წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა ამდენი ხალხი კიდევ ერთად შეკრებილიყო, გვესაუბრა ხელოვნებაზე, საინტერესო თემებზე, ერთმანეთისთვის ჩვენ-ჩვენი ამბები გაგვეზიარებინა. ფესტივალზე დასწრება, ფორუმში მონაწილეობა ჩემთვის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით გამოდგა; ხელახლა დავრწმუნდი, რომ სწორ გზას ვადგავარ და ის, რის გაკეთებასაც ვცდილობ, ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრს და მის სამხატვრო ხელმძღვანელს, დიმიტრი ხვთისიაშვილს, რომელიც ყოველთვის მეხმარება და ხელს მიწყობს პროფესიულ წინსვლაში. რომ არა ეს თეატრი, მე ვერ აღმოვაჩენდი საბავშვო თეატრის ასეთ საინტერესო სამყაროს და არც მის კვლევას შევუდგებოდი. სუბოტიცა ულამაზესი პატარა ქალაქია სერბეთის ჩრდილოეთ ნაწილში, უნგრეთის საზღვართან ახლოს. ...