Posts

Showing posts from October, 2019

საბავშვო თეატრი - მეოცე საუკუნის ფენომენი

Image
 მეოცე საუკუნის დასაწყისში მარკ ტვენი წერდა, ჩემი აზრით, საბავშვო თეატრი ამ საუკუნის უდიდესი გამოგონებააო და მართლაც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პროფესიული საბავშვო თეატრები თითქმის თანადროულად აღმოცენდნენ - აშშ-ში, ევროპასა თუ რუსეთში, მოგვიანებით კი უკვე საბჭოთა ქვეყნების სივრცეში. რასაკვირველია, ბავშვებისთვის წარმოდგენები მანამდეც იმართებოდა. ძირითადად, ეს იყო ოჯახური ტიპის სპექტაკლები, რომლებსაც უფროსები პატარებისთვის მართავდნენ, უმეტესწილად თოჯინების ან მარიონეტების გამოყენებით. სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი ტიპის თეატრებს სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ: საქართველოში, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებშიც, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, (Театр Юного Зрителя), აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში - თეატრი ბავშვებისთვის ან საბავშვო თეატრი (Theatre for young audiences; Theatre for children). პროფესიული საბავშვო თეატრის ჩამოყალიბებამდე არსებობდა მხოლოდ ზოგადი ცნება „მაყურებელი,“ რომელშიც მხოლოდ ე.წ. ზრდასრული პუბლიკა მოიაზრებოდა, მეოცე საუკუნის დასაწყისში კი გაჩნდა ც