Posts

Showing posts from January, 2021

ნათელა ურუშაძე - ეროსი მანჯგალაძე - მონატრება

Image
  ეს მოხდა ისე მოულოდნელად, დაჯერება შეუძლებელი იყო... ფეხზე დადგა მთელი უბანი. წითელსარტყელიანი თეთრი მანქანები შემზარავი კივილით მოარღვევდნენ ქუჩებს მისი სახლისკენ, მანამდე კი მეზობელი ექიმები თავგამეტებით იბრძოდნენ მისი სიცოცლისათვის... ყველაფერი ამაო იყო. წამსვე მოედო ქალაქს ამბავი. არ იჯერებდნენ. თბილისს არ სურდა დაჯერება, არც მის თეატრს, სადაც იმ საღამოს - 1982 წლის 26 იანვარს „რიჩარდ მესამეს“ თამაშობდნენ. წარმოდგენა წუთი-წუთზე უნდა დაწყებულიყო. ან როგორ გინდა დაიჯერო - დღეს, სამ საათზე, დიახ, ზუსტად სამ საათზე, ერთად იყვნენ მხატვარ რ.სტურუას დაკრძალვაზე, შვიდ საათზე კი აღარაა?!   ისე კი იყო უცნაური, რომ ამხანაგი სასაფლაომდე არ გააცილა... არ ჰგავდა ეს ეროსის, მაგრამ ხომ ხდება ზოგჯერ... ის აღარ იყო. ამის შესახებ გამოუცხადეს მსახიობებს. გამოუცხადეს მაყურებელსაც. მათ შორის ზოგმა თეატრი დატოვა. დანარჩენები, ეტყობა, დაიბნენ და არ წასულან. მსახიობები თამაშობდნენ. როგორ? ვის ახსოვს... მხოლოდ ფიქრობდა ყველა დაძაბულად, გონს მოსვლას ცდილობდნენ, თავზე დამტყდარი უბედურების გააზრებას: რა

ეროსი მანჯგალაძე „კაცი, რომელსაც სიცოცხლე ძლიერ უყვარდა“

Image
  -   ყურადღება , ყურადღება ! ლაპარაკობს მოსკოვი ! ამხანაგო რადიომსმენელებო , ვიწყებთ პირველ საფეხბურთო რადიორეპორტაჟს ქართულ ენაზე მოსკოვიდან . ბედნიერება მე მხვდა წილად საპატიო და საამაყო მოვალეობის შესრულებისა – სიხარულით ამცნობს თანამემამულეებს ახალგაზრდა ეროსი მანჯგალაძე საბჭოეთის დედაქალაქიდან . თეატრალური ინსტიტუტის რექტორი , აკაკი ხორავა კი , თბილისში , რადიომიმღებთან ბობოქრობს – თან თბილისის დინამოს ქომაგობს , თან კი მოსკოვში მის დაუკითხავად გაპარულ სტუდენტზე ბრაზობს : -   ჩამობრძანდები შენ აქ და გაიგებ რა ბედნიერებაც გხვდა წილად , ვაჟბატონო ! – ეროსის ტონალობაშივე შესძახა ხორავამ . რას წარმოიდგენდა თამარ ბენდუქიძე , რომ მისი ერიკო ` ქართველი ლევიტანი ~ გახდებოდა და მთელს ქვეყანაზე მოიხვეჭდა სახელს თავისი განუმეორებელი ხმის წყალობით . ალბათ დედის ინტუიციამ უკარნახა , როდესაც შვილს რადიოკომიტეტში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება ურჩია , თუმცა მანამდე ეროსის კიდევ დიდი გზა უნდა