Posts

Showing posts from 2024

რუსთაველის თეატრის გასტროლები მექსიკაში, 1977 წელი

Image
ტოლუკა - 2700 მეტრი, პატარა ქალაქი. 6-ში პირველი წარმოდგენა, „სამანიშვილი“ [1] , ბეწვის ხიდზე გავდივართ. შესავალი მექსიკელმა არტისტმა წაიკითხა, ( რუსთაველის ) თეატრი გააცნო საერთოდ, წარმოდგენის პირობაც გააცნო და მოკლე შინაარსიც. წარმოდგენა ძალიან კარგად წავიდა, მიუხედავად ენობრივი ბარიერისა და ბუხუტის [2] ცუდად გახდომისა - წნევა დაერღვა და ა.შ. ბოლოს ხანგრძლივი აპლოდისმენტები. ახალგაზრდა მექსიკელები შემოვიდნენ და აღფრთოვანებულები გვეუბნებოდნენ, რომ მექსიკელებს გავხართო ტემპერამენტითო და საერთო აღფრთოვანება გამოხატეს. ბუხუტი ცუდად გვყავს, ალბათ ეროსის მოუწევს შესვლა... მოკლედ, ბეწვის ხიდზე გავედით. ვნახოთ, რა გველის წინ?... მივდივართ სხვა ქალაქში. 7-ში პუებლოში „კავკასიური [3] “ უზარმაზარი დარბაზი, ხალხი - ნახევარი მოწვეული, ნაწილი ბილეთებით. დარბაზის მეოთხედი იყო, ვინაიდან წრე არ იყო და კულისებიც არ იყო, ამიტომ ტექნიკურად წარმოდგენას ბევრი ხარვეზი გააჩნდა. ამ სპექტაკლს თუ რომელიმე კომპონენტი აკლდება, ხელად ეტყობა ხოლმე. წარმოდგენის შემდეგ აპლოდისმენტები კი იყო, მაგრამ ჩვეულ

გიორგი გეგეჭკორი; 1987 წელს, საქართველოს თეატრალური საზოგადოების მეათე ყრილობაზე წარმოთქმული სიტყვა

Image
საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის დამფუძნებელი ყრილობა, ალბათ, ჩვენი ერის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. დღეს, როდესაც გარდაქმნის და განახლების დიდი ძვრებია დასახული და გადადგმულია პირველი ნაბიჯები მათი განხორციელებისათვის, თავისთავად ცხადია, თეატრი, ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად, ამ დიდი მოძრაობის ავანგარდში უნდა იდგეს. თეატრალური საქმიანობის გადახალისება თეატრების დემოკრატიულ საფუძველზე გადასვლით, თეატრების თვითმმართველობა, დამოუკიდებლად არსებობა, - ეს ყველაფერი მოითხოვს საქმისადმი ახლებურ მიდგომას, თეატრის მართვის ახალ სისტემას. ახალი თეატრალური ექსპერიმენტი ეწოდება ამ დიდ ნაბიჯს. ახალი სამხატვრო საბჭოების არჩევნები, სარეპერტუარო პოლიტიკა, დასის გადახალისება, კონკურსები, მაყურებელთა მოზიდვის საკითხი, გასტროლების ორგანიზება, მცირე სცენის პრობლემები და სხვა ასეთი. ზოგი შეაშინა, ზოგი კი გაახარა ამ ექსპერიმენტის შემოღებამ. ერთი კი ცხადია, რომ თეატრები ერთობ საინტერესო, მაგრამ ძალზე რთული ამოცანის წინაშე დგანან. რას წარმოადგენს ეს ექსპერიმენტი პრაქტიკულად? პირველმა ნ

„აპრილფესტი“ და თანამედროვე საბავშვო თეატრი დანიაში

Image
1971 წლის ნოემბრის ერთ მშვენიერ დღეს , იუტლანდის ქალაქ ჰერნინგს  დეკორაციითა და კოსტიუმებით დატვირთული რამდენიმე ფურგონი მიადგა. მოხეტიალე თეატრალური დასები იქ უქმე დღეებზე ჩავიდნენ, საბავშვო სპექტაკლების გასამართად. საგანგებოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი წარმოდგენების პირველი ფესტივალის მასშტაბი იმდენად მცირე იყო, რომ ყველა მონაწილე ადვილად მოთავსდა ადგილობრივ პატარა სასტუმროში, თუმცა მოხეტიალე დასების ეს პატარა ფესტივალი, წლების შემდეგ, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად გადაიქცა და გრანდიოზული მასშტაბებიც მიიღო. მას მერე, აგერ უკვე 50 წელზე მეტია, რაც საბავშვო თეატრების ფესტივალი ყოველ წელს, აპრილის თვეში, დანიის სხვადასხვა ქალაქში იმართება. თავდაპირველად ეს ყველაფერი ჩაფიქრებული იყო, როგორც ერთგვარი კულტურული კამპანია, რომ მოგზაური დასები ქვეყნის უშუალოდ იმ კუთხეებში ჩასულიყვნენ, სადაც ბავშვებს/მოზარდებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ თეატრალურ წარმოდგენას. დროთა განმავლობაში, ეს მოკრძალებული კულტურული კამპანია გადაიქცა დიდ ფესტივალად, სადაც თავს იყრიან საბავშვო თეატრის სფეროში

ნათელა ურუშაძე; დღიურები, რუსთაველის თეატრი; თეატრალური ინსტიტუტი; 1966 წელი (ნაწილი მეორე)

Image
    13.12.66  მოსკოვი დღისით დორიანი იყო კულტურის მინისტრის მოადგილე ვასილევთან, რომელმაც უთხრა, რომ ჩვენი უცხოეთში წასვლის საკითხი გადაწყვეტილია. გასარკვევია მხოლოდ ქვეყანა. აღშფოთებული ყოფილა დევის [1] საქციელით - როგორ გვთხოვა, მარჯანიშვილის თეატრი გაუშვით ბუქარესტში, როდესაც არ უვარგათ წარმოდგენებიო. ახლა არის შესაძლებლობა პარიზის „ეროვნულ თეატრში“ თქვენი გაშვებისა ფესტივალზე, თუკი სერგო ეტყვის ამის შესახებ ფურცევას [2] . თუ არა, მაშინ ზაფხულში თქვენ გაგიშვებთ ბუქარესტში, მომავალ 1968 წელს, იანვარში კი - პარიზში. შემდეგ ვიყავით ტელევიზიაში გ.ა. ივანოვთან (ჩვენი კაკო ძიძიგური) არჩილი, დორიანი, ვახტანგ გოგეშვილი, გოგი ქავთარაძე და მე. გამოგვიცხადა, „მზიან ღამეს“ ვერ გადავცემთ ტელეთიო, რადგან ახალგაზრდობა ცუდად გამოიყურება - ცუდად სწავლობს, არაფრის არ სჯერა - პესიმისტური პიესააო. ჩვენ მივხვდით, რომ ნამდვილ მიზეზს არ გვეუბნებიან - კულტზე [3] სიტყვაც აღარ უთქვამთ. ეს ივანოვი ნამდვილი კრუტიცკია, მსგავსი არაფერი მინახავს, მხატვრულ განზოგადებამდეა მისული. შემზარავია. გადაწყდა, რომ