Posts

Showing posts from December, 2021

სუბოტიცას საბავშვო თეატრების საერთაშორისო ფესტივალის შესახებ

Image
როცა გაზაფხულზე მივიღე წერილი, რომ სექტემბრის ბოლოს სერბეთში, ქალაქ სუბოტიცას საბავშვო თეატრების საერთაშორისო ფესტივალსა და ფორუმზე მეპატიჟებოდნენ, ძალიან კი გამიხარდა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მჯეროდა, რომ წასვლას მოვახერხებდი. პანდემიისა და "გამოკეტილობის" გადამკიდე, ვეღარც წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა ამდენი ხალხი კიდევ ერთად შეკრებილიყო, გვესაუბრა ხელოვნებაზე, საინტერესო თემებზე, ერთმანეთისთვის ჩვენ-ჩვენი ამბები გაგვეზიარებინა. ფესტივალზე დასწრება, ფორუმში მონაწილეობა ჩემთვის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით გამოდგა; ხელახლა დავრწმუნდი, რომ სწორ გზას ვადგავარ და ის, რის გაკეთებასაც ვცდილობ, ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრს და მის სამხატვრო ხელმძღვანელს, დიმიტრი ხვთისიაშვილს, რომელიც ყოველთვის მეხმარება და ხელს მიწყობს პროფესიულ წინსვლაში. რომ არა ეს თეატრი, მე ვერ აღმოვაჩენდი საბავშვო თეატრის ასეთ საინტერესო სამყაროს და არც მის კვლევას შევუდგებოდი. სუბოტიცა ულამაზესი პატარა ქალაქია სერბეთის ჩრდილოეთ ნაწილში, უნგრეთის საზღვართან ახლოს.