Posts

Showing posts from November, 2022

ნათელა ურუშაძე, „შალვა ღამბაშიძე“

Image
  ნათელა ურუშაძე ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“, #9, 1983 შალვა ღამბაშიძე დაიბადა 1899 წლის 1 აგვისტოს (ძვ. სტ. 20 ივლისი), ზესტაფონში.  მისი ბაბუა, დეკანოზი დავით ღამბაშიძე, განათლებული კაცი იყო, სამოციანელთა იდეებით გატაცებული, ჟურნ. „მწყემსის“ რედაქტორ-გამომცემელი. მამა, ქსენოფონტე ღამბაშიძე, ზესტაფონის ეკლესიის მოძღვარი. ისიც ერთობ განსწავლული. დედა, პელაგია ცქიტიშვილის ასული. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. ერთხანს ზესტაფონის სტამბაში მუშაობდა. 1918 წელს დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და მაშინვე იწყებს თანამშრომლობას ქუთაისის თეატრში. 1919 წელს თბილისშია, სწავლობს გ.ჯაბადარის სტუდიაში. 1920 წელს ბათუმის თეატრის მსახიობია. 1921 წელს ისევ თბილისშია, დრამის თეატრში. ამავე დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია (3 წელი ისწავლა). 1928-1930 წლებში ქუთაისის თეატრშია მარჯანიშვილთან. 1930 წელს ისევ თბილისშია, მეორე სახელმწიფო დრამაში, რომელიც კ.მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობის თეატრად იწოდება. 1937 – 1948 წლები ამ თეატ