Posts

Showing posts from 2023

სუსან ოსტენი საბავშვო თეატრის შესახებ; NAKS ვებინარის ჩანაწერი, 2021 ოქტომბერი, ასიტეჟი ესტონეთი

Image
სუსან ოსტენი      საბავშვო თეატრზე ლაპარაკი არასდროს მბეზრდება, ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი თემაა და დიდი ხანია, რაც ამ საკითხზე ვატარებ ლექციებს. ბავშვებს სჭირდებათ ხელოვნება!  ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ზღაპრების კითხვა, მაგრამ ხანდახან დედაჩემი ზოგიერთი წიგნის კითხვას მიკრძალავდა, რადგან მიაჩნდა, რომ იქ მოთხრობილი ამბები ბავშვისთვის სახიფათო და სასტიკი იყო. ამ აკრძალვის გამო კიდევ უფრო მომინდა ოზი ანდერსონის ზღაპრების წაკითხვა. წიგნების კარადიდან წიგნები უჩუმრად ავიღე, წავიკითხე და ეს ამბავი დედაჩემს დავუმალე. მაინტერესებდა, ასეთი რა იყო იმ ზღაპრებში, რომ დედა წაკითხვის ნებას არ მაძლევდა. ბავშვობაში იყო ისეთი რაღაცებიც, რაზეც ლაპარაკი არ შეიძლებოდა და თუ ასეთ აკრძალულ, „უხამს“ თემას შევეხებოდი, დედას შეეძლო ჩემთვის დაერტყა კიდეც. სექსზე და სექსუალობაზე ხმის ამოღების ყველას ეშინოდა, ეს აბსოლუტურად ტაბუდადებული თემა იყო. სკოლაში ხატვის, მუსიკასა და თეატრალურ ხელოვნებასთან ზიარების საშუალება მქონდა. ჩემს ბავშვობაში სკოლაც ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, იქ დიდ შემოქმედებით