Posts

Showing posts from October, 2020

„ბეიბიდრამა“ - თეატრი სულ პატარებისთვის

Image
  რამდენიმე წლის წინ ჩემთვის რომ ეთქვათ, დრამატული სპექტაკლები ჩვილი ბავშვებისთვისაც იმართებაო, არაფრით დავიჯერებდი. მერე კი გადავაწყდი ვიდეოს, სადაც საკუთარი თვალით ვნახე ეს სანახაობა, ბევრი წავიკითხე ამის შესახებ და სხვებისთვის გაზიარებაც მომინდა. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განკუთვნილი სპექტაკლების შექმნის პრაქტიკა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის; ჩვენი ქვეყნისთვის კი ასეთი რამ ჯერ ახალი ხილია. ამ წერილში მინდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დადგმაზე, სუსანე ოსტენის „ბეიბიდრამაზე“გიამბოთ.   შვედეთი საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა საბავშვო თეატრის დარგში. შვედურმა საბავშვო თეატრმა (როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დასებმა) დამოუკიდებლობისკენ მიმავალი საინტერესო გზა განვლო. ათწლეულების განმავლობაში აღმოცენდა ახალი ფორმები, წაიშალა საზღვრები ჟანრებს შორის, მნიშვნელოვნად გაიზარდა დრამატურგია და საბავშვო თეატრებისათვის ადაპტირებული ლიტერატურის ნუსხა. გაჩნდა კონკრეტულად მცირე ასაკის მაყურებლისთვის შექმნილი ქ