Posts

Showing posts from 2019

თეატრში მოქცევის რამდენიმე მარტივი წესი

Image
თეატრში სიარული თითქმის ყველას უყვარს, ზოგი ოპერისა და ბალეტის თეატრს ანიჭებს უპირატესობას, ზოგს მარიონეტების თეატრი მოსწონს, ზოგს კი დრამატული თეატრი ურჩევნია ყველაფერს. ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის თეატრის დიდი არჩევანია: მრავალი სახელმწიფო თუ კერძო/დამოუკიდებელი დრამატული თეატრი, ოპერისა და ბალეტის, პანტომიმის, ჩრდილების, თითების, მარიონეტების, თოჯინების, მოძრაობის, მოზარდ მაყურებელთა, მუსიკისა და დრამის და სხვა თეატრები. ყოველი ბავშვისთვის ოჯახის წევრებთან ერთად თეატრში წასვლა განსაკუთრებული მოვლენაა, რასაც თან ახლავს დიდი ინტერესი, მოლოდინი, ათასგვარი ემოცია და შთაბეჭდილება. თეატრში სიარული, წარმოდგენის ცქერა, შთაბეჭდილებისა თუ მიღებული ემოციის გაანალიზება და გადმოცემა ერთმანეთზე გადაჯაჭვული რთული პროცესია და ამ პროცესში ბევრი ადამიანი მონაწილეობს: მშობელი ან ოჯახის სხვა წევრი, მსახიობები, წარმოდგენის შემოქმედებითი ჯგუფი და თეატრის სხვა თანამშრომლები და, რაც მთავარია - თავად ბავშვი-მაყურებელი.   ხშირად კამათობენ იმაზე, შეიძლება თუ არა პატარა ბავშვის მიყვანა ისეთ სპექტ

საბავშვო თეატრი - მეოცე საუკუნის ფენომენი

Image
 მეოცე საუკუნის დასაწყისში მარკ ტვენი წერდა, ჩემი აზრით, საბავშვო თეატრი ამ საუკუნის უდიდესი გამოგონებააო და მართლაც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პროფესიული საბავშვო თეატრები თითქმის თანადროულად აღმოცენდნენ - აშშ-ში, ევროპასა თუ რუსეთში, მოგვიანებით კი უკვე საბჭოთა ქვეყნების სივრცეში. რასაკვირველია, ბავშვებისთვის წარმოდგენები მანამდეც იმართებოდა. ძირითადად, ეს იყო ოჯახური ტიპის სპექტაკლები, რომლებსაც უფროსები პატარებისთვის მართავდნენ, უმეტესწილად თოჯინების ან მარიონეტების გამოყენებით. სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი ტიპის თეატრებს სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ: საქართველოში, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებშიც, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, (Театр Юного Зрителя), აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში - თეატრი ბავშვებისთვის ან საბავშვო თეატრი (Theatre for young audiences; Theatre for children). პროფესიული საბავშვო თეატრის ჩამოყალიბებამდე არსებობდა მხოლოდ ზოგადი ცნება „მაყურებელი,“ რომელშიც მხოლოდ ე.წ. ზრდასრული პუბლიკა მოიაზრებოდა, მეოცე საუკუნის დასაწყისში კი გაჩნდა ც