Posts

Showing posts from December, 2022

მანანა გეგეჭკორი. "ვეძებთ ნაძირალას!" - თემურ ჩხეიძის „გრონჰოლმის მეთოდი“

Image
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არცერთი თანამედროვე პიესა ისე არ მომწონებია, როგორც ჟორდი გალსერანის „გრონჰოლმის მეთოდი“. დეტექტივის პრინციპით დაწერილი (თუმცა დეტექტივი არ არის) პიესა, იმედი მაქვს, ბოლომდე შეინარჩუნებს მაყურებლის ყურადღებას. არ შევუდგები იმის მოყოლას, თუ რაზეა ის. ამაზე, ვფიქრობ, თითოეული მაყურებელი თავის დასკვნას გამოიტანს. ძალიან მინდა ყველა ისე შეწუხდეს დასმული პრობლემით, როგორც ეს მე დამემართა პიესის კითხვისას.“ თემურ ჩხეიძე თანამედროვე ქართულ თეატრში გამოჩნდა პიესა, რომელიც სიღრმისეულად ასახავს საზოგადოებაში დღეს საფუძვლიანად დამკვიდრებულ მნიშვნელოვან სატკივარს, პრობლემას, რომელმაც ჩვენში უკვე მყარად მოიკიდა ფეხი. სამწუხაროდ! საინტერესოა, რომ ეს პიესა ქართული არ არის. იგი თანამედროვე ესპანელმა დრამატურგმა ჟორდი გალსერანმა დაწერა. მას „გრონჰოლმის მეთოდი“ ჰქვია. როგორც ჩანს, გლობალიზაციის მსოფლიო პროცესში საქართველოს ჩართვას, ჩვენი ქვეყნისათვის მრავალ პოზიტიურ შედეგთან ერთად, ნეგატიურიც მოაქვს. რას იზამ, ყველა მოვლენას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. „გრო