Posts

Showing posts from January, 2024

ნათელა ურუშაძე; დღიურები, რუსთაველის თეატრი; თეატრალური ინსტიტუტი; 1966 წელი (ნაწილი მეორე)

Image
    13.12.66  მოსკოვი დღისით დორიანი იყო კულტურის მინისტრის მოადგილე ვასილევთან, რომელმაც უთხრა, რომ ჩვენი უცხოეთში წასვლის საკითხი გადაწყვეტილია. გასარკვევია მხოლოდ ქვეყანა. აღშფოთებული ყოფილა დევის [1] საქციელით - როგორ გვთხოვა, მარჯანიშვილის თეატრი გაუშვით ბუქარესტში, როდესაც არ უვარგათ წარმოდგენებიო. ახლა არის შესაძლებლობა პარიზის „ეროვნულ თეატრში“ თქვენი გაშვებისა ფესტივალზე, თუკი სერგო ეტყვის ამის შესახებ ფურცევას [2] . თუ არა, მაშინ ზაფხულში თქვენ გაგიშვებთ ბუქარესტში, მომავალ 1968 წელს, იანვარში კი - პარიზში. შემდეგ ვიყავით ტელევიზიაში გ.ა. ივანოვთან (ჩვენი კაკო ძიძიგური) არჩილი, დორიანი, ვახტანგ გოგეშვილი, გოგი ქავთარაძე და მე. გამოგვიცხადა, „მზიან ღამეს“ ვერ გადავცემთ ტელეთიო, რადგან ახალგაზრდობა ცუდად გამოიყურება - ცუდად სწავლობს, არაფრის არ სჯერა - პესიმისტური პიესააო. ჩვენ მივხვდით, რომ ნამდვილ მიზეზს არ გვეუბნებიან - კულტზე [3] სიტყვაც აღარ უთქვამთ. ეს ივანოვი ნამდვილი კრუტიცკია, მსგავსი არაფერი მინახავს, მხატვრულ განზოგადებამდეა მისული. შემზარავია. ...

ნათელა ურუშაძე; დღიურები; რუსთაველის თეატრი;1966 წელი (ნაწილი პირველი)

Image
თქვენ წინაშეა ფრაგმენტები თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის პირადი დღიურებიდან. ჩანაწერები გაკეთებულია 1966-67 წლებში. იმ დროს ნათელა ურუშაძე რუსთაველის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე იყო და აქტიურად მონაწილეობდა თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში. პატარა ბლოკნოტებში თავისთვის იწერდა შენიშვნებსა და მოსაზრებებს ამა თუ იმ სპექტაკლისა და მსახიობების შესახებ, აკვირდებოდა და იკვლევდა დარბაზში მყოფი მაყურებლის რეაქციებს, ინტერესებს, შთაბეჭდილებებს.   აქ აღწერილ მოვლენებს უკვე ნახევარ საუკუნეზე  მეტი გვაშორებს, დრომ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა, ამ ბლოკნოტებში ნახსენები პირთა უმეტესობა ცოცხალი  აღარ არის, დარჩა მხოლოდ მათ მიერ დატოვებული კვალი ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში, რუსთაველის თეატრის ისტორიაში და, საზოგადოდ, იმ პერიოდში, რომელიც დღეს ბევრს გვაინტერესებს. ნათელა ურუშაძის პირადი ჩანაწერები ახლა უკვე ისტორიის საკუთრებაა, ამიტომ დღიურს ფაქტობრივად უცვლელი სახით გთავაზობთ, მხოლოდ მცირე რედაქტირებით და სქოლიოებში მითითებული განმარტებებით.    თბილისი 20. 09. 66 არჩილი ...