Posts

Showing posts from July, 2024

„აპრილფესტი“ და თანამედროვე საბავშვო თეატრი დანიაში

Image
1971 წლის ნოემბრის ერთ მშვენიერ დღეს , იუტლანდის ქალაქ ჰერნინგს  დეკორაციითა და კოსტიუმებით დატვირთული რამდენიმე ფურგონი მიადგა. მოხეტიალე თეატრალური დასები იქ უქმე დღეებზე ჩავიდნენ, საბავშვო სპექტაკლების გასამართად. საგანგებოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი წარმოდგენების პირველი ფესტივალის მასშტაბი იმდენად მცირე იყო, რომ ყველა მონაწილე ადვილად მოთავსდა ადგილობრივ პატარა სასტუმროში, თუმცა მოხეტიალე დასების ეს პატარა ფესტივალი, წლების შემდეგ, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად გადაიქცა და გრანდიოზული მასშტაბებიც მიიღო. მას მერე, აგერ უკვე 50 წელზე მეტია, რაც საბავშვო თეატრების ფესტივალი ყოველ წელს, აპრილის თვეში, დანიის სხვადასხვა ქალაქში იმართება. თავდაპირველად ეს ყველაფერი ჩაფიქრებული იყო, როგორც ერთგვარი კულტურული კამპანია, რომ მოგზაური დასები ქვეყნის უშუალოდ იმ კუთხეებში ჩასულიყვნენ, სადაც ბავშვებს/მოზარდებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ თეატრალურ წარმოდგენას. დროთა განმავლობაში, ეს მოკრძალებული კულტურული კამპანია გადაიქცა დიდ ფესტივალად, სადაც თავს იყრიან საბავშვო თეატრის სფეროში