დიდი თეატრის „დიქტატორი“ - გიორგი ტოვსტონოგოვი
ახალგაზრდობაში რეჟისორმა გიორგი ტოვსტონოგოვმა საკუთარი „თეატრალური მცნებები“ შეიმუშავა:
1. არ ეარშიყო
ქალებს
საკუთარ თეატრში.
2. არ იყიალო თეატრში უსაქმოდ.
3. ჩაატარე რეპეტიცია ნახევარ ტონში, მაგრამ თანდათან გრადუსი ზევით ასწიე.
4. ძირშივე აღკვეთე ყოველგვარი დარღვევა.
5. თეატრში ფული არ ისესხო.
6. თეატრში „შემთხვევით ქალებთან” ერთად არ გამოჩნდე.
7. ყურადღებით უსმინე ყველას და კარგად აწონ-დაწონე პასუხი.
8. გარეგნული სახე არ შეიცვალო.
9. რეპეტიცია თავიდანვე საქმიანად დაიწყე, არ მისცე მსახიობს უფლება გაერთოს და ჩამოშორდეს ძირითად საქმეს.
მეოცე საუკუნის დასაწყისის პეტერბურგი - ულამაზესი ქალაქი და კულტურის ცენტრი, სადაც განათლების მისაღებად ახალგაზრდები რუსეთის უზარმაზარი იმპერიის თითქმის ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ, საქართველოდან და უკრაინიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან და ციმბირიდანაც კი... 1907 წელს
ამ
ახალგაზრდათა
რიცხვს
სიმფეროპოლიდან
ჩამოსული
აზნაური
ალექსანდრე
ტოლსტონოგოვიც
შეუერთდა,
რამდენიმე
წლის
შემდეგ
წარმატებით
დაასრულა
სარკინიგზო
ინსტიტუტი
და
თავისი
ცხოვრების
მთავარი
სიყვარულიც
იპოვა
– ქართველი
გოგონა,
თამარ
პაპიტაშვილი,
რომელიც
მასსავით
აზნაურული
წრიდან
იყო
და
პეტერბურგის
კონსერვატორიაში,
ვოკალის
კლასში
სწავლობდა.
ახალგაზრდებს
დიდ
ხანს
არ
უფიქრიათ
და
1912 წელს
ჯვარი
დაიწერეს.
1915 წლის
28 სექტემბერს
კი
პირველი
შვილი
შეეძინათ,
სახელად
გიორგი
დაარქვეს
და
რადგან
ორივე
მართლმადიდებელი
ქრისტიანი
იყო,
ბიჭიც
სპასო-პრეობროჟენის
ტაძარში
მონათლეს.
მიუხედავად
იმისა,
რომ
ალექსანდრე
ტოლსტონოგოვი
ახალბედა
ინჟინერი
იყო,
მოკლე
ხანში
გზათა
მინისტრის
თანამდებობაზე
დანიშნეს.
ტოლსტონოგოვების
პატარა
ოჯახი
ბედნიერად
და
უზრუნველად
ცხოვრობდა
ფურშტადტის
ქუჩაზე
მათთვის
გამოყოფილ
დიდ
ბინაში.
სამინისტროს
საქმეებით
დატვირთული
ალექსანდრე
უმეტეს
დროს
სამსახურში
ატარებდა,
თამარმა
კი
ოჯახის
დიასახლისის
როლი
მოირგო,
გიორგის
გვერდიდან
არ
იშორებდა,
უზომოდ
უყვარდა
და
მის
გამო
მომღერლის
კარიერაზეც
კი
თქვა
უარი,
გათხოვებისთანავე
გადაწყვიტა
ცხოვრება
მთლიანად
ოჯახისთვის
მიეძღვნა.
მალე
მშვიდ
ცხოვრებას
ბოლო
მოეღო
და
ყველაფერი
თავდაყირა
დადგა
– რუსეთის
იმპერია
რევოლუციამ
მოიცვა; ტოლსტონოგოვების
ოჯახისთვის
პეტერბურგში
ცხოვრება
უსაფრთხო
აღარ
იყო,
განსაკუთრებით
ალექსანდრესთვის.
თამარი
მეუღლის
ბედზე
ძალიან
ღელავდა
– არ
უნდოდა,
რომ
ყოფილი
მინისტრი
რომელიმე
დაპირისპირებულ
ბანაკს
მიმხრობოდა,
არც
თეთრგვარდიელებს
და
არც
წითელარმიელებს,
მხოლოდ
“დამკვირვებლის”
პოზიციაში
ყოფნაც
საშიში
იყო.
საბოლოოდ
გამოსავალი
ისევ
თამარმა
იპოვა
– ქმარ-შვილთან
ერთად
საქართველოში
დაბრუნება
გადაწყვიტა,
რადგან
ფიქრობდა,
რომ
სამშობლოში,
მშობლებისა
და
ნათესავების
გარემოცვაში,
უფრო
უსაფრთხოდ
იცხოვრებდნენ
და
მშვიდად
დაუცდიდნენ
ამ
არეულობის
დასასრულს.
თანაც
იმხანად
საქართველოში
საბჭოთა
წყობილება
ჯერ
კიდევ
არ
იყო
დამყარებული.
როდესაც
ტოლსტონოგოვები
პეტროგრადში
თავიანთ
ბინას
ტოვებდნენ,
დარწმუნებულნი
იყვნენ,
რომ
სახლიდან
დროებით
მიდიოდნენ,
ამიტომ
მხოლოდ
საჭირო
ნივთები
წამოიღეს
და
თავი
თბილისს
შეაფარეს.
შესაძლოა,
სწორედ
ამ
გადაბარგების
დროს
აიხდინა
თავისი
დიდი
ხნის
ოცნება
თამარმა
– მეუღლის
გვარში
ერთი
ასო
შეცვალა.
საქმე
ისაა,
რომ
თამარი,
როგორც
მაშინ
მიღებული
იყო,
ქმრის
გვარს
ატარებდა,
არადა
გვარი
ტოლსტონოგოვა
გარკვეულ
უხერხულობას
უქმნიდა,
რადგან
ხაზს
უსვამდა
თამარის
მსხვილ
ფორმებს.
გახდომის
ნაცვლად,
იმაზე
ოცნებობდა,
როგორმე
ეს
ასო
“ლ”
ამოეგდო
გვარიდან
და
ამ
ხელსაყრელი
შემთხვევითაც
ისარგებლა.
ასე
გახდნენ
ტოლსტონოგოვები
ტოვსტონოგოვები.
ხანგრძლივი და საშიში მგზავრობის შემდეგ, 1919 წელს, როგორც იქნა საქართველოში უვნებლად ჩამოაღწიეს. თბილისში ალექსანდრემ მუშაობა მალევე დაიწყო, ამიერკავკასიის საგზაო ინსტიტუტში პედაგოგად მოეწყო, შემდეგ კი პროფესორი და კათედრის ხელმძღვანელიც გახდა. ტოვსტონოგოვები ტატიანას ქუჩაზე, ამჟამად გ.ტოვსტონოგოვის ქუჩაზე დასახლდნენ. თამარი კვლავინდებურად ვაჟის აღზრდით იყო დაკავებული, თუმცა გოგას - ასე ეძახდნენ მოფერებით - სკოლაში მიყვანას არ ჩქარობდა და ყველაფერს სახლში ასწავლიდა. პეტერბურგში უდარდელ ცხოვრებას შეჩვეულებს, რა თქმა უნდა, გაუჭირდათ ხელმომჭირნედ ცხოვრება, თუმცა ყველაფერს იკლებდნენ, მაგრამ შვილს მაინც ნამდვილი, კლასიკური განათლება მისცეს. მხოლოდ 1925 წელს “გაიმეტა” თამარმა ვაჟი და გერმანულ გიმნაზიაში მიაბარა - ოფიციალურად – 107-ე სკოლა, სადაც ბავშვებს ყველა საგანს გერმანულ ენაზე ასწავლიდნენ, მოსწავლეთა უმეტესობა კი გერმანული ოჯახებიდან იყო. როდესაც დედამ პირველად მიიყვანა სკოლაში, მასწავლებლებმა გოგას ეჭვის თვალით შეხედეს – ენა არ იცის, როგორ ისწავლის ჩვენთან, მით უფრო მეხუთე კლასშიო, მაგრამ თამარმა მაინც თავისი გაიტანა და დირექტორს ასეთი პირობით დაემშვიდობა: „თუ არაფერი გამოუვა, გპირდებით, ერთ თვეში წავიყვან აქედან.”
ყველას
გასაოცრად,
ეს
სახლში
გაზრდილი
„დედიკოს
ბიჭი”
ძალიან
მეგობრული
და
მხიარული
აღმოჩნდა,
მალე
დაუამხანაგდა
თანაკლასელებს
და
გერმანულიც
მოკლე
ხანში
მშვენივრად
აითვისა.
მასწავლებლებიც
არ
უჩიოდნენ,
ყველაფერს
კარგად
სწავლობდა,
განსაკუთრებით
ლიტერატურას
და
უცხო
ენებს.
ათეული
წლების
შემდეგ,
როდესაც
გ.ტოვსტონოგოვი
პეტერბურგის
დიდი
დრამატული
თეატრის
სამხატვრო
ხელმძღვანელი
გახდა,
გასტროლების
შემდეგ
მისი
მსახიობები
გაკვირვებით
ყვებოდნენ
– რა
საამაყო
რეჟისორი
გვყავს,
ჟან-პოლ
სარტრს
ფრანგულად
ესაუბარება,
ჰენრიხ
ბიოლს
კი
– გერმანულადო.
საამაყო
კი
ნამდვილად
ჰქონდათ,
მით
უმეტეს
იმ
დროს,
როცა
ზოგიერთ
საბჭოთა
მაღალჩინოსანს
მშობლიურ
ენაზეც
კი
უჭირდა
აზრის
ჩამოყალიბება.
1926 წელს ტოვსტონოგოვების ოჯახში პატარა ნათელა გაჩნდა, თუმცა ამ სახელით მას თითქმის არავინ მიმართავდა, ყველა მოფერებით დოდოს ეძახდა. 11 წლის გოგა მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ შეხვედრია დის დაბადებას, თავდაპირველად სულაც არ მოეწონა, რომ ეს ციცქნა არსება ერთ მშვენიერ დღეს სახლში მოიყვანეს და ყველა მას დაჰფოფინებდა თავს, თუმცა მალე შეეჩვია და შეუყვარდა კიდეც ოჯახის ახალი წევრი. ცოტა რომ წამოიზარდა, მის განათლებაზეც დაიწყო ზრუნვა, ხმამაღლა უკითხავდა წიგნებს, უყვებოდა ათასნაირ ამბავს, შემდეგ ერთად განიხილავდნენ წაკითხულს, მერე იქვე სახლთან ახლოს, კორტებზე გარბოდნენ და ჩოგბურთის ჩემპიონატებს აწყობდნენ, გოგას ყველგან თან დაყავდა უმცროსი და – ასე გაჩნდა მათ შორის ის დიდი მეგობრობა და განსაკუთრებული სიყვარული, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა და-ძმას.
1927 წელს, ახალგაზრდა ენთუზიასტმა თეატრალებმა – რეჟისორმა ნიკოლოზ მარშაკმა და მსახიობმა კონსტანტინე შახ-აზიზოვმა, თბილისში პირველი რუსული საბავშვო თეატრი გახსნეს. ოფიციალურად
ის
გზათა
სამინისტროს
და
რკინიგზას
ექვემდებარებოდა,
ამიტომ
სპექტაკლებშიც
უმეტესად
რკინიგზელების
შვილები
იღებდნენ
მონაწილეობას.
მოკლე
ხანში
თეატრს
სახელი
შეუცვალეს
და
მოზარდ
მაყურებელთა
თეატრად
გადააკეთეს.
ბუნებრივია,
ალექსანდრე
ტოვსტონოგოვის
შვილიც
ამ
თეატრის
დაარსების
პირველივე
დღიდანვე
აქტიურად
ჩაება
მის
შემოქმედებით
ცხოვრებაში
– თავიდან
თეატრში
თითქმის
შემთხვევით
მოხვდა,
მაგრამ
შემდეგ
“მოიწამლა”
ამ
საოცარი
სამყაროთი
და
იქიდან
გამოსვლაც
აღარ
სურდა.
12 წლის
გ.ტოვსტონოგოვისთვის
თეატრი
ნამდვილი
ოაზისი
აღმოჩნდა,
აინტერესებდა
ყველაფერი
– როგორ
იბადება
სპექტაკლი,
როგორ
შეიძლება
ფურცელზე
დაწერილი
სიტყვა
სცენაზე
გაცოცხლდეს,
როგორ
იქმნება
დეკორაცია,
მუსიკა,
გრიმი...
ცდილობდა
ყველაფერში
მიეღო
მონაწილეობა
– ახალგაზრდები
ერთად
გეგმავდნენ
რეპერტუარს,
ირჩევდნენ
პიესებს,
საკუთარი
ხელით
აკეთებდნენ
დეკორაციას,
რეკვიზიტს...
გოგა
ხან
სცენაზე
თამაშობდა,
ხან
კი
რადისტის
ან
გამნათებლის
ჯიხურში
იჯდა
და
უფროსებს
ეხმარებოდა.
ეუბნებოდნენ,
რომ
კარგად
თამაშობდა,
თუმცა
თვითონ
მსახიობობაზე
სულაც
არ
ოცნებობდა,
უფრო
მეტად
სპექტაკლის
შექმნის
პროცესი
აინტერესებდა
და
ამიტომ
ერთ
მშვენიერ
დღესაც
მშობლებს
ამაყად
განუცხადა
– მოსკოვში
უნდა
წავიდე,
რეჟისორობა
მინდაო!
დოდო
სულ
პატარა
იყო
მაშინ,
მაგრამ
მაინც
კარგად
დაამახსოვრდა
სახლში
გამართული
სკანდალი
– მშობლები
შვილის
გადაწყვეტილებას
წინ
აღუდგნენ.
საქმე
ისაა,
რომ
როდესაც
გიორგი
ტოვსტონოგოვმა
მომავალი
პროფესია
აირჩია,
მხოლოდ
15 წლის
იყო,
თუმცა
სკოლას
უკვე
ამთავრებდა.
ალექსანდრე
ტოვსტონოგოვი
ყოველთვის
ოცნებობდა,
რომ
ვაჟი
მის
გზას
გააგრძელებდა,
გოგას
თეატრისადმი
სიყვარულს
კი
დროებით,
ბავშვურ
თამაშად
მიიჩნევდა.
შვილს
არც
დედამ
აუბა
მხარი,
თამარს
იმის
წარმოდგენაც
კი
არ
უნდოდა,
თუ
როგორ
უნდა
ეცხოვრა
მის
უსაყვარლეს
ბიჭს
მარტო
იმხელა
ქალაქში,
თანაც
ასეთ
პატარასა
და
ცხოვრებაში
ჯერ
გამოუცდელს.
მშობლებს
თეატრის
გაგონებაც
არ
უნდოდათ!
საბოლოოდ
მამამ
ასეთი
განაჩენი
გამოუტანა:
თუ
დროთა
განმავლობაში
თეატრისადმი
სიყვარული
არ
გაგივლის,
ჩააბარე
თეატრალურ
ინსტიტუტში,
მაგრამ
ვიდრე
პატარა
ხარ,
ჯობია
ჯერ
განათლება
აქ
მიიღო,
თბილისში.
გოგა
მიხვდა,
რომ
ბრძოლას
აზრი
აღარ
ჰქონდა,
თანაც
იცოდა,
რომ
15 წლის
ბიჭს
არცერთი
უმაღლესი
სასწავლებელი
არ
მიიღებდა
და
დაემორჩილა
მშობლების
ნებას.
ვიდრე
თბილისის
სარკინიგზო
ინსტიტუტში
მისაღებ
გამოცდებს
ჩაბარებდა,
ალექსანდრემ
ვაჟს
ახალი
მეტრიკა
მოუტანა,
რომელშიც
ეწერა,
რომ
გიორგი
ტოვსტონოგოვი
1913
წელსაა
დაბადებული
და
17 წლისაა.
ერთი წლის განმავლობაში, გოგა პატიოსნად ესწრებოდა ლექციებს, აბარებდა ჩათვლებს და გამოცდებს, ინსტიტუტის შემდეგ კი გარბოდა თეატრში. მხოლოდ იქ - სცენაზე, კულისებში, საგრიმიოროსა და თუნდაც გამნათებლის პულტთან მჯდომი გრძნობდა, რომ სწორედ ესაა მისი სამყარო, ხვდებოდა, რომ უთეატროდ ცხოვრებას ვერ შეძლებდა და ბრძოლა ხელახალი შეტევით განაახლა – პირველი კურსი დახურა, მშობლებს ჩათვლის წიგნაკი მაგიდაზე დაუდო და მტკიცედ განუცხადა – მორჩა, მე მოსკოვში მივდივარ! ამჯერად თამარ და ალექსანდრე ტოვსტონოგოვები მიხვდნენ, რომ შვილს ვეღარ დააკავებდნენ და კამათსაც აზრი აღარ ჰქონდა.
1933 წელს გიორგი ტოვსტონოგოვმა მოსკოვის ა.ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის, გიტისის ყველა მისაღები გამოცდა ფრიადზე ჩააბარა და გამოჩენილი ოსტატების – ანდრეი ლობანოვის და ალექსეი პოპოვის სარეჟისორო ჯგუფში მოხვდა. ისინი ძალიან ფრთხილად და სათუთად ეპყრობოდნენ მოსწავლეებს, ყველანაირად ხელს უწყობდნენ და ცდილობდნენ ესწავლებინათ დამოუკიდებელი აზროვნება, აფასებდნენ თითოეული მათგანის ინდივიდუალურობას. პედაგოგები
სტანისლავსკის
სისტემას
ქადაგებდნენ
და
მოსწავლეებიც
ამ
სისტემის
ერთგულებად
გაზარდეს.
გიორგი
ტოვსტონოგოვის
ცხოვრებაში
დაიწყო
სტუდენტობის
უბედნიერესი
ხანა! ლექციების
შემდეგ,
თანაკურსელები
ერთად
ესწრებოდნენ
წარმოდგენებსა
და
რეპეტიციებს,
კითხულობდნენ
კლასიკას
და
უახლეს
ლიტერატურას,
ღამეებს
ათენებდნენ
კამათში...
გოგა
ინსტიტუტის
საერთო
საცხოვრებელში
ცხოვრობდა.
ყველაფერს
საოცარი
სიბეჯითით
და
ინტერესით
ეუფლებოდა,
მხოლოდ
პირველ
კურსზე
შეექმნა
პრობლემა
მეტყველების
ძალიან
მკაცრ
პედაგოგთან
– თბილისური
აქცენტის
გამო
სასცენო
მეტყველებაში
ოთხიანებს
იღებდა.
მაგრამ,
საკუთარ
თავზე
ბევრი
მუშაობის
შემდეგ
აქცენტი
მაინც
გამოასწორა.
«От топота копыт пыль по полью летит» -
გაუთავებლად
ესმოდა
საზაფხულო
არდადეგებზე
ჩამოსული
ძმის
ვარჯიში
პატარა
დოდოს...
თუმცა
სტუდენტური
ცხოვრება
ბოლომდე
ბედნიერი
არ
გამოდგა
– 30-იანი
წლების
სისხლიან
რეპრესიებს
ვერც
ტოვსტონოგოვების
ოჯახი
გადაურჩა.
1937
წელს,
გოგა
ბოლო,
IV კურსზე
იყო,
როდესაც
ზაფხულში
მორიგი
საკურსო
სპექტაკლის
დასადგმელად
ჩამოვიდა.
ქალაქი
ძალიან
შეცვლილი
დახვდა,
ხალხი – შეშინებული... ღამ-ღამობით
პირდაპირ
სახლებიდან
მიყავდათ
ბრალდებულები,
ხანდახან
მთელ
ოჯახებსაც
კი
აპატიმრებდნენ,
ახლობლები
ვერ
იგებდნენ
მათ
ასავალ-დასავალს...
ალექსანდრე
ტოვსტონოგოვს
სულ
უფრო
ხშირად
სდებდნენ
ბრალს
“რუსულ
ნაციონალიზმში”,
საყვედურობდნენ,
რომ
ამიერკავკასიის
გზათა
ინსტიტუტში
ზედმეტად
ბევრ
რუს
სტუდენტს
იღებდა,
კათედრაზეც
ბევრი
რუსი
თანამშრომელია...
იმ
დროისათვის
მისი
ბევრი
კოლეგა
და
ახლო
მეგობარი
უკვე
უგზოუკვლოდ
გამქრალიყო.
მიამიტი
რუსი
ინტელიგენტისთვის
ეს
მეტისმეტი
აღმოჩნდა
და
გადაწყვიტა
– მოსკოვში
უნდა
გავემგზავრო,
იქ
მომისმენენ
და
ამიხსნიან
ყველაფერსო.
აგვისტოს
თვეში,
მეუღლესთან
და
ქალიშვილთან
ერთად
“სამართლიანობის”
აღსადგენად
მოსკოვს
გაემგზავრა.
გიორგი
სპექტაკლზე
მუშაობდა
და
ამიტომ
თბილისში
დარჩა.
ალექსანდრე
ტოვსტონოგოვი
როსტოვში,
რკინიგზის
სადგურიდან
წაიყვანეს
– მატარებლიდან
დოდოსთვის
ვაშლების
საყიდლად
ჩამოვიდა
და
მას
შემდეგ
ოჯახის
წევრებს
იგი
აღარ
უნახავთ.
თბილისში
დაბრუნებულ
დედა-შვილს
დარბეული
სახლი
და
სასოწარკვეთილი
გოგა
დახვდათ.
არავინ
იცოდა
რა
ბედი
ეწია
ალექსანდრეს,
მაშინ
ხომ
უახლოეს
ადამიანებსაც
კი
არ
ეუბნებოდნენ
სად
და
როგორ
იყვნენ
მათი
ოჯახის
წევრები.
ბევრი
მათგანი
უკვე
დახვრეტილი
იყო,
მაგრამ
ახლობლები
მაინც
საათობით
ჯიუტად
იდგნენ
ციხეებთან,
რომ
როგორმე
საყვარელი
ადამიანებისათვის
თბილი
ტანსაცმელი,
სიგარეტი
ან
საპონი
შეეგზავნათ.
დაჭერილი
ქმრების
ცოლებს,
როგორც
წესი,
ციმბირის
ბანაკებში
გზავნიდნენ,
ამიტომ
თამარი
ყოველ
ღამე
ელოდა
კარზე
საბედისწერო
კაკუნს,
მაგრამ
როგორღაც
გადაურჩა
დაპატიმრებას,
თუმცა
სიცოცხლის
ბოლომდე
შიში
არ
განელებია
– იმ
დროიდან
მოყოლებული,
ტანსაცმლით
წვებოდა
დასაძინებლად,
რომ
ჩეკისტებს
პერანგში
არ
ენახათ.
ეს
ჩვეულება
ღრმა
სიბერემდე
გაჰყვა.
გიორგი
ტოვსტონოგოვი
ბოლო,
მეხუთე
კურსზე
იყო,
მამა
რომ
დაუპატიმრეს
– თუმცა,
როგორც
ჩანს,
ეს
ამბავი
გიტისში
არ
იცოდნენ
და
შესაძლოა
საერთოდ
ვერც
გაეგოთ,
რომ
არა
გოგას
მიმნდობი
ხასიათი
– ერთხელ
ერთ-ერთ
თანაკურსელს
გული
გადაუშალა
და
ოჯახში
დატრიალებული
უბედურება
გაუმხილა.
“მეგობარს”
არც
უფიქრია
საიდუმლოს
შენახვა,
სასწრაფოდ
შეატყობინა
ინსტიტუტის
ხელმძღვანელობას,
რომ
მათი
სტუდენტი
“ხალხის
მტრის
შვილია”,
გიორგი
ტოვსტონოგოვი
უმალვე
გარიცხეს
უმაღლესიდან.
საბედნიეროდ,
დიდმა
ბელადმა
მალევე
წარმოთქვა
თავისი
ცნობილი
სიტყვები,
რომ
“შვილები
მშობლების
დანაშაულზე
პასუხს
არ
აგებენ”
და
გოგა
ინსტიტუტში
აღადგინეს.
შემდგომში
იმ
“მეგობარს”
ღალატიც
აპატია
და
ბევრ
რამეში
დაეხმარა
კიდეც.
“როდესაც
ვკითხე,
თუ
რატომ
აკეთებდა
ამას
– იხსენებდა
დოდო
ტოვსტონოგოვა
– მან
მიპასუხა,
“შენ
არ
გესმის
რა
არის
შიში! მით
უმეტეს,
ის
კაცი
ებრაელია!”
გიტისის
დამთავრების
შემდეგ
გიორგი
ტოვსტონოგოვი
თბილისში
რეჟისორის
დიპლომით
დაბრუნდა
და
გრიბოედოვის
სახელობის
თეატრში
განაგრძო
მუშაობა.
თითოეულ
სპექტაკლზე
მუშაობა
დიდ
ხანს,
თითქმის
ერთი
წელი
გრძელდებოდა
და
ყოველი
წარმოდგენა
ქალაქისთვის
სენსაციად
იქცეოდა,
ტოვსტონოგოვის
სპექტაკლებს
მოუთმენლად
ელოდნენ.
20-იან
წლებთან
შედარებით,
თბილისის
თეატრალურ
ცხოვრებაში
ბევრი
რამ
შეცვლილიყო
– კოტე
მარჯანიშვილი
უკვე
ცოცხალი
აღარ
იყო,
1935
წელს
სამხატვრო
ხელმძღვანელის
თანამდებობიდან
მოხსნეს
სანდრო
ახმეტელი,
მოზარდ
მაყურებელთა
თეატრის
რეპერტუარს
იდეოლოგიურად,
მკაცრად
აკონტროლებდნენ...
თავად
გიორგი
ტოვსტონოგოვსაც
“ხალხის
მტრის
შვილის”
დამღა
ჰქონდა
დასმული...
თუმცა
თავს
მაინც
ბედნიერად
გრძნობდა
– საყვარელ
ქალაქში,
დედასთან
და
დასთან
ერთად
ცხოვრობდა
და
სანუკვარ
საქმეს
აკეთებდა
– სპექტაკლებს
დგამდა,
ამასთანავე,
აკაკი
ხორავამ
ახლად
გახსნილ
თეატრალურ
ინსტიტუტში
სამსახიობო
ჯგუფი
ჩააბარა,
რაც
დამატებითი
შემოსავლის
წყაროს
წარმოადგენდა
ტოვსტონოგოვების
შეჭირვებული
ოჯახისათვის,
თუმცა,
ახალგაზრდა,
ენერგიული
შემოქმედისათვის
მომავალ
მსახიობებთან
და
რეჟისორებთან
პედაგოგიური
მუშაობა,
პირველ
რიგში,
პროფესიული
ინტერესით
იყო
გამოწვეული
და
არა
მატერიალური
საჭიროებებით.
პირველ ლექციას ყოველთვის ჩამჭრელი კითხვით იწყებდა: “იცით რა არის თეატრი.” სტუდენტები, როგორც წესი, მოულოდნელი კითხვით დაბნეულები შესცქეროდნენ, თუმცა პასუხის გაცემის საშუალებას მაინც არავის აძლევდა – თავადვე იწყებდა თეატრის არსისა და რაობის ახსნას. ახალბედა პედაგოგი მაშინ მხოლოდ 24 წლის იყო, მისი მოწაფეები კი მასზე რამდენიმე წლით უმცროსები. გოგა, ასაკის მიუხედავად, საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი მასწავლებელი გამოდგა, თუმცა სტუდენტები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შეყვარებულნი იყვნენ თავიანთ პედაგოგზე – ემოციურად და შემოქმედებითად დატვირთულნი, საოცარი ლექციების შემდეგაც კი ვერ სცილდებოდნენ რეჟისორს და სახლამდე აცილებდნენ. “კარგად მახსოვს ჩემს მასწავლებელთან გატარებული ყოველი ბედნიერი დღე – იხსენებდა ტოვსტონოგოვის სტუდენტი მიხეილ თუმანიშვილი – ის იყო შთაგონებული, თეატრზე საოცრად შეყვარებული ადამიანი, ყოველთვის ზუსტად და ლოგიკურად გვიმტკიცებდა თავის აზრს... გვაოცებდა თავისი ნიჭითა და ნათელი, პრინციპული პოზიციებით. მასთან ვერ მოიწყენდი. დიდი ხანი მაგიდასთან ვერ ჩერდებოდა, უცბათ წამოხტებოდა, გაიხდიდა პიჯაკს, აიკაპიწებდა სახელოებს და ყველაფერს მოქმედებაში გვიხსნიდა. ჩვენც სიხარულით ვემორჩილებოდით და პირდაპირი მნიშვნელობით ვაღმერთებდით ჩვენს პედაგოგს.” გიორგი ტოვსტონოგოვს დიდ ხანს არ უმუშავია თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, თუმცა მრავალი სახელგანთქმული ხელოვანი აღზარდა: ლილი იოსელიანი, მიხეილ თუმანიშვილი, გიგა ლორთქიფანიძე, მედეა ჩახავა, რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, ელენე ყიფშიძე და მრავალი სხვა...
1943 წელს გრიბოედოვის სახელობის თეატრმა მორიგი იუბილე იზეიმა, გიორგი ტოვსტონოგოვს კი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს. ახალგაზრდა რეჟისორის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა, ის კვლავინდებურად თავდაუზოგავად მუშაობდა, დგამდა თეატრში, ინსტიტუტში... თუმცა
ხანდახან
როგორღაც
მაინც
ახერხებდა
და
არღვევდა
შემოჯარული
სტუდენტების
“ალყას”,
რომლებიც
მუდმივად
თან
დაჰყვებოდნენ
და
პაემანზე
გარბოდა! თბილისში
არაფერი
იმალება,
მით
უფრო
მაშინ...
მალე
ყველამ
შეიტყო,
რომ
ახალგაზრდა
პედაგოგს
საკუთარი
სტუდენტი
– მომავალი
მსახიობი
სალომე
ყანჩელი
შეუყვარდა. რომანი
დიდ
ხანს
არ
გაგრძელებულა,
სადიპლომო
სპექტაკლის
შემდეგ,
შეყვარებულები
დაქორწინდნენ
და
გოგას
სახლში,
დიდ
აივანზე
დასახლდნენ
– მეგობრულად
და
ბედნიერად
ცხოვრობდნენ,
“ეს
გიჟური
სიყვარული
იყო.” - ამბობდა დოდო ტოვსტონოგოვა. ქმარი სპექტაკლებს დგამდა, სალომე კი თამაშობდა, თან სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა...
ოჯახურ
ცხოვრებაში
ბზარები
საკმაოდ
მალე
გაჩნდა...
1944
წელს
პირველი
ვაჟი
– ალექსანდრე,
სანდრო,
გაუჩნდათ,
1 წელიწადში
კი
ტოვსტონოგოვების
ოჯახს
პატარა
ნიკა
შეემატა.
ამ
დროისთვის
ისინი
უკვე
ცალკე
ცხოვრობდნენ.
მეორე
მშობიარობით
და
პატარა
ბავშვებით
გაღიზიანებულ
სალომეს
არ
უნდოდა
მხოლოდ
დიასახლისის
როლის
თამაში,
ეს
ლამაზი
და
ნიჭიერი
ქალი
სულ
სხვანაირ
ცხოვრებაზე
ოცნებობდა,
მას
დიდება,
ტაში,
თაყვანისმცემლები
და
ყვავილები
სურდა,
ოჯახი
და
შვილები
კი
მის
კარიერას
ხელს
უშლიდა...
გახშირდა
კონფლიქტები
და
სკანდალები
ცოლ-ქმარს
შორის...
გაყრა
გარდაუვალი
იყო...
სასამართლოზე
სალომე
ყანჩელმა
განაცხადა
– ბავშვებს
მამას
ვუტოვებ
აღსაზრდელადო...
გიორგი
ტოვსტონოგოვი
შინ
ორი
შვილით
დაბრუნდა
– სანდრო
წლინახევრის
იყო,
ნიკა
კი
ოთხი
თვის.
“ნიკა
პირდაპირი
მნიშვნელობით
კვდებოდა
– იხსენებს
დოდო
ტოვსტონოგოვა
– სისხლის
გადასხმა
სჭირდებოდა.
დედას
ნათესავი
ექიმები
ჰყავდა
და
ყველა
ჩაერთო
ამ
ამბავში.
გოგა
ნიკასთან
ერთად
დაწვა
საავადმყოფოში,
10
დღის განმავლობაში
საკუთარ
სისხლს
უსხამდა,
ჩვენ
კი
სანდროს
ვუვლიდით,
ისიც
ხომ
პატარა
იყო,
წლისა
და
რამდენიმე
თვის.
როგორც
იქნა,
ნიკა
გამოძვრა
მდგომარეობიდან,
თუმცა
მაინც
სუსტად
იყო
და
ყოველდღე
აუცილებლად
უნდა
მიეღო
ხორცის
ბულიონი.”
ომის
დროინდელ
საბჭოთა
კავშირში,
ტოვსტონოგოვებისნაირი
ხელმოკლე
ოჯახისთვის
ბაზარში
ხორცის
ყიდვა
წარმოუდგენელი
სასწაულის
ტოლფასი
იყო.
თუმცა
ორი
მცირეწლოვანი
ძმიშვილის
გამოსაკვებად,
დოდო
თავდაუზოგავად
დადიოდა
ბაზარში,
ყიდდა
და
ცვლიდა
ოჯახიდან
გამოტანილ
ნივთებს,
მაინც
ახერხებდა
და
როგორღაც
200
გრამი
ხორცის
საყიდლად
საკმარის
თანხას
აგროვებდა.
ხორცის
გამყიდველ
კაცებს
სიცილად
არ
ყოფნიდათ,
როდესაც
პატარა
გოგო
200
გრამი ხორცის აწონვას ითხოვდა, თუმცა არ ყოფილა შემთხვევა, რომ მისთვის ზედმეტი ხორცი არ დაემატებინათ, 300-400 გრამს ატანდნენ. მაშინ ყველას კარგად ესმოდა გაჭირვების და შიმშილის ფასი... ასე რომ, მზრუნველი მამიდის წყალობით, ნიკა ყოველდღე იღებდა მისთვის საჭირო ბულიონს, სანდრო კი - ხორცის ნაჭერს. ასე იზრდებოდნენ უმცროსი ტოვსტონოგოვები... მიუხედავად იმისა, რომ სალომესთან ნორმალური, ადამიანური ურთიერთობა შეინარჩუნეს, ის თითქმის არ მონაწილეობდა შვილების აღზრდაში და მხოლოდ პროფესიით იყო დაკავებული. “ერთხელ, ისე მოხდა, რომ ნიკას რაღაც წამალი დასჭირდა. მე თბილისში არ ვიყავი, გოგა კი რეპეტიციას ატარებდა, ამიტომ დედამ სალომეს სთხოვა დახმარება. მან ვერ შეძლო საკუთარი შვილისთვის საჭირო წამლის შეძენა – რეპეტიცია მოიმიზეზა... ეს კი უკვე ვეღარ აპატია დედამ და ამ ამბის შემდეგ მასთან საერთოდ სალომეს ხსენებაც კი აღარ შეიძლებოდა.” - წერს
დოდო
ტოვსტონოგოვა.
ქალმა,
რომელმაც
ახალგაზრდობაში,
ოჯახის
და
შვილების
გამო,
უარი
თქვა
საკუთარ
კარიერაზე,
დიდსულოვნად
გაუგო
რძალს,
რომელმაც
არ
ისურვა
მცირედი
მსხვერპლის
გაღებაც
კი,
მაგრამ
იმ
კონკრეტულ
კრიტიკულ
ვითარებაში
უყურადღებობა
კი
ვეღარ
აპატია.
“როდესაც
უკვე
ლენინგრადში
ვცხოვრობდით,
თეატრი
რიგაში
გაემგზავრა
საგასტროლოდ.
– იხსენებს
რეჟისორის
და
- როგორც
ყოველთვის,
მე
და
ბიჭებიც
დასს
თან
გავყევით.
ერთ-ერთ
სპექტაკლზე
სალომე
და
მისი
მეგობარი
მოვიდნენ,
თურმე
ისინიც
რიგაში
ყოფილან
მაშინ.
სანდრო
და
ნიკა
იმხანად
უკვე
დაწყებითი
კლასების
მოწაფეები
იყვნენ,
ჩემ
გვერდით
ისხდნენ
და,
ამ
ორი
ლამაზი
ქართველი
ქალის
შემყურენი,
მუდმივად
მეჩურჩულებოდნენ
– გვითხარი,
რომელია
აქედან
დედაჩვენი.
მე
მივუთითე
სალომეზე.”
ასე
“გაიცნეს”
ხელმეორედ
დედა...
წლების
შემდეგ
სალომე
ყანჩელმა
კვლავ
შექმნა
ოჯახი
და
უკვე
ზრდასრულ
შვილებთანაც
დაამყარა
ურთიერთობა.
გოგა
ყოფილ
მეუღლეს
ყოველთვის
დიდ
პატივს
სცემდა
და
აღიარებდა
მის
დიდ
ნიჭს.
ერთხელ,
დიდ
დრამატულ
თეატრში
“ხანუმას”
რომ
დგამდა,
მსახიობთა
მთელი
ჯგუფი
საგანგებოდ
სალომე
ყანჩელის
“ხანუმას”
სანახავად
ჩამოიყვანა
თბილისში.
სალომე
ყანჩელთან
გაყრის
შემდეგ,
თბილისში
ბევრი
ჭორ-მართალი
ისმოდა
გიორგი
ტოვსტონოგოვის
პირად
ცხოვრებაზე.
ამბობდნენ,
რომ
ისევ
თავის
სტუდენტთან
გააბა
რომანი,
მაგრამ
ამჯერად
ქალი
გათხოვილი
იყო,
იმაზეც
ჩურჩულებდნენ,
რომ
თურმე
სატრფოს
ქმართან
სერიოზული
კონფლიქტის
შემდეგ,
თეატრალური
ინსტიტუტის
რექტორმა
აკაკი
ხორავამ
ინსტიტუტის დატოვება მოსთხოვა... თუმცა
მისი
გამგზავრება
მხოლოდ
ოჯახური
დრამითა
და
სასიყვარულო
პერიპეტიებით
არ
იყო
გამოწვეული.
რეჟისორი
გრძნობდა,
რომ
ამ
ქვეყანაში
მან
თავი
შემოქმედებითად
უკვე
ამოწურა,
ახლა
უფრო
დიდი
ასპარეზი
სჭირდებოდა.
გიორგი
ტოვსტონოგოვი
მოსკოვში
დიდი
შემოქმედებითი
გეგმებითა
და
იმედებით
გაემგზავრა.
თეატრიდან
თეატრში
დადიოდა,
თუმცა
დადგმის
მოპოვება
არც
ისე
იოლი
აღმოჩნდა,
ამიტომ
ყველანაირ
სამუშაოს
კიდებდა
ხელს,
დგამდა
ოპერეტებს,
ასრულებდა
პარტიულ
დაკვეთებსაც,
აკეთებდა
ყველაფერს,
რადგან
ფიქრობდა
– მთავარია
ვიმუშაო,
მთავარია
დავდგა,
მთავარია
ვინმემ
შემამჩნიოს!..
თავდაუზოგავმა
შრომამ
შედეგი
მალე
გამოიღო
- 1948
წელს
ცენტრალური
საბავშვო
თეატრის
დირექტორმა
გიორგი
ტოვსტონოგოვი
ახალგაზრდა
ჟურნალისტის
ირინა
იროშნიკოვას
პიესის
“სადღაც
ციმბირში”
დასადგმელად
მიიწვია.
სწორედ
ეს
პიესა
რეჟისორის
დიდ
შემოქმედებით
გამარჯვებად
და
ერთგვარ
ტრამპლინადაც
კი
იქცა
– გიორგი
ტოვსტონოგოვი
თეორიულადაც
და
პრაქტიკულადაც
მზად
იყო
საკუთარი
თეატრის
შესაქმნელად,
საბედნიეროდ
ხელსაყრელი
შემთხვევაც
მალე
გამოჩნდა
– 1949 წელს
პეტერბურგის
- მაშინდელი ლენინგრადის -
დიდი დრამატული თეატრის ხელმძღვანელობა შესთავაზეს, გიორგი ტოვსტონოგოვი ამ წინადადებას დათანხმდა.
დიდი დრამატული თეატრი მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1919 წელს გაიხსნა ფრიდრიხ შილერის “დონ კარლოსით” და პირველივე სპექტაკლით ერთგვარად განაცხადა, რომ უერთგულებდა ჰეროიკული დრამის, რომანტიკული ტრაგედიის და მაღალი კომედიის პრინციპებს. თუმცა, 1950-იან წლებში, როდესაც ახალგაზრდა გიორგი ტოვსტონოგოვმა თეატრი ჩაიბარა, ყველაფერი მკვეთრად შეცვლილიყო: თითქმის ყველა სეზონის ბოლოს იცვლებოდა მთავარი რეჟისორი, კატასტროფულად იკლებდა მაყურებლის რიცხვი, თეატრის ადმინისტრაციამ ქალაქის ავტობუსთა ბიუროსაც კი მიმართა თხოვნით, ეგებ ტრანსპორტის მარშრუტი შეცვალოთ, რომ მაყურებელი ადვილად მოვიდეს სპექტაკლებზეო... დიდი დრამატული თეატრი გ.ტოვსტონოგოვს ფრიად სავალალო მდგომარეობაში დახვდა, მას ფაქტობრივად აღარ ჰყავდა მაყურებელი, არ გააჩნდა სარეპერტუარო პოლიტიკა, ჰყავდა მრავალრიცხოვანი სამსახიობო დასი, რომელიც ძლიერი რეჟისორის გარეშე ღირებულს ვერაფერს ქმნიდა - თეატრი განადგურების პირას იდგა.
“თეატრი უნდა გადაარჩინო” – მოუწოდეს მაღალჩინოსნებმა ახალგაზრდა რეჟისორს და ისიც ენერგიულად შეუდგა რეფორმების განხორციელებას. პირველივე დღეს ეჭვის თვალით მაცქერალ დასს განუცხადა: “მე ვერ შემჭამთ! («Я не съедобен!») დაიმახსოვრეთ ეს!”
გიორგი ტოვსტონოგოვმა არსებული პრობლემები ასე გადაწყვიტა - ჩაატარა სერიოზული შემოქმედებითი, სარეპერტუარო და საკადრო რეფორმა თეატრის შიგნით, გაათავისუფლა ოცდაათზე მეტი მსახიობი, დაუბრუნა ძველი და შესძინა ახალი მაყურებელი თეატრს, მან ფაქტობრივად ახალი შემოქმედებითი ორგანიზმი შექმნა, შემოიკრიბა გარშემო ერთგულ და ნიჭიერ მსახიობთა ბირთვი: კირილ ლავროვი, ვლადისლავ სტრჟელჩიკი, ევგენი ლებედევი, ტატიანა დორონინა, ოლეგ ბასილაშვილი, ზინაიდა შარკო, სერგეი იურსკი, ეფიმ კოპელიანი, ოლეგ ბორისოვი და მრავალი სხვა. მსახიობებს და თეატრის სხვა თანამშრომლებს გიორგი ტოვსტონოგოვი თითქმის ბელადად მიაჩნდათ, მისი სიტყვა კანონი იყო! ზურგს უკან, სიყვარულით, „ჩვენი
ქართველი”
-«Наш Грузин»- შეარქვეს.
ამ
უზარმაზარ
“შემოქმედებით
ქარხანას”
რეჟისორი
უმკაცრესად,
როგორც
თავად
აღნიშნავდა,
“ნებაყოფლობითი
დიქტატურის”
რეჟიმში
მართავდა.
გიორგი
ტოვსტონოგოვმა
დიდი
დრამატული
თეატრი
საბჭოთა
კავშირის
ერთ-ერთ
წამყვან
თეატრად
აქცია,
მისი
სპექტაკლები
არნახული
წარმატებით
სარგებლობდა
არა
მხოლოდ
საბჭოთა
კავშირში,
არამედ
მთელს
მსოფლიოში,
ზოგიერთ
წარმოდგენაზე
ხალხი,
პირდაპირი
მნიშვნელობით
ჭაღზე
ეკიდა...
რეჟისორს
“დიქტატორის”
როლის
შესრულება
ხანდახან
უმძიმდა
კიდეც,
თუმცა
რეჟიმს
პრინციპულ
მნიშვნელობას
ანიჭებდა,
ხშირად
ამბობდა:
“ერთი
ჩვეულებრივი
კაცი
ვარ.
მაგრამ,
როგორც
თეატრის
ხელმძღვანელმა,
თანამშრომლებთან
გარკვეული
შინაგანი
დისტანცია
უნდა
დავიცვა
– უამისოდ
მართვა
შეუძლებელია.
მწერლის
მასალა
ქაღალდია,
მხატვრისა
– ტილო
და
საღებავები,
ჩემი
მასალა
კი
მსახიობებია,
ადამიანები.
მაგრამ
მეც
ხომ
ისეთივე
ადამიანი
ვარ,
როგორც
ისინი,
არაფერი
ადამიანური
ჩემთვის
უცხო
არ
არის.
ზოგჯერ
მსახიობისათვის
მწარე
სიტყვების
თქმაც
მიწევს,
მაგრამ
არავინ
იცის,
რა
ძნელია
ეს
ჩემთვის.
ხანდახან
ღამეები
არ
მძინავს.
იძულებული
ვარ
მსახიობს
ვუთხრა,
რომ
ჩვენ
ერთად
ვერ
ვიმუშავებთ,
ის
კი
მეკითხება
– ბავშვებს
რა
ვაჭამოო.
იძულებული
ვარ
კომპრომისზე
წავიდე
და
ვხვდები,
რომ
ერთი
მხრივ,
ადამიანურად,
ჰუმანურად
და
სამართლიანად
მოვიქეცი,
მეორე
მხრივ
კი,
საქმეს
ვავნე.
ეს
წინააღმდეგობა
მუდამ
მტანჯავს.
სრულიად
ჩვეულებრივი
ადამიანური
გრძნობები
მეუფლება
ისე,
როგორც
ყველას.
თუ
სიკეთის
ჭეშმარიტი
გრძნობა
არ
გაგაჩნია,
ხელოვნებაში
ვერაფერს
შექმნი.
იმისათვის,
რომ
ადამიანის
სინდისს
შეეხო,
თავად
ჩვეულებრივი
ადამიანი
უნდა
გახდე,
ეს
კი
პროფესიის
მიღმაა...”
გ.ტოვსტონოგოვი
პეტერბურგის
დიდ
დრამატულ
თეატრს
თითქმის
30 წლის განმავლობაში მართავდა, ამ პერიოდში რეჟისორი ძირითადად კლასიკურ რეპერტუარს არჩევდა: დოსტოევსკის “იდიოტი”, გორკის “ბარბაროსები”, ვოლოდინის “ხუთი საღამო”, როზოვის “ვახშმობის წინ”, გრიბოედოვის “ვაი, ჭკუისაგან”, ჩეხოვის “სამი და”, გორკის “მდაბიონი”, შექსპირის “მეფე ჰენრიხ IV”,
გოგოლის
“რევიზორი”,
ტოლსტოის
“ცხენის
ისტორია”,
შოლოხოვის
“წყნარი
დონი”,
ჩეხოვის
“ძია
ვანია”
და
მრავალი
სხვა.
შემოქმედებით
ორომტრიალში
გართულს,
ოჯახსა
და
შვილებზე
ზრუნვისთვის
დრო
აღარ
რჩებოდა
– მისი
ბიჭების
აღზრდა
და
დიასახლისის
ფუნქციაც
დოდომ
იტვირთა.
თავდაპირველად,
როდესაც
თეატრის
ხელმძღვანელის
თანამდებობაზე
დანიშნეს,
საერთო
საცხოვრებელში
უწევდა
ცხოვრება.
სივიწროვის
და
ცუდი
პირობების
მიუხედავად,
დოდო
და
შვილები
მაინც
გადმოიყვანა
თავისთან,
პეტერბურგში.
დედა
კი
ვერაფრით
დაითანხმეს
– თამარს
არაფრით
არ
სურდა
თბილისიდან
სადმე
წასვლა,
რადგან
გულის
სიღრმეში,
სიცოცხლის
ბოლომდე
იმედი
ჰქონდა,
რომ
მეუღლე
ოდესმე
მაინც
დაუბრუნდებოდა.
მხოლოდ
ხანდახან
ესტუმრებოდა
ხოლმე
შვილებსა
და
შვილიშვილებს,
ისიც
რამდენიმე
კვირით,
დიდ
ხანს
პეტერბურგის
ნესტიანსა
და
ცივ
ქარს
ვერ
უძლებდა.
ასე
ამბობდა:
“ლენინგრადში
დილაობით
რომ
ვიღვიძებ,
ისეთი
შეგრძნება
მაქვს,
რომ
ჩემს
თავს
ზემოთ
რაღაც
რუხი
მასა
კიდია.
მინდა,
რომ
გავიღვიძებ
ჩემი
თბილისის
ცისფერი
ცა
დავინახო
ხოლმე.”
თუმცა
დრო
პირადი
ცხოვრებისთვისაც
რჩებოდა
– თეატრში
მის
მექალთანეობას
სამხრეთულ
ტემპერამენტსაც
მიაწერდნენ,
უყვარდა
ლამაზ
ქალებთან
გაარშიყება
და
მათი
მოხიბლვაც
კარგად
შეეძლო.
პეტერბურგში
ხელმეორედ
დაქორწინდა,
ამჯერადაც
მსახიობი
შეირთო
– ინა
კონდრატიევა,
თუმცა
ეს
ქორწინებაც
ხანმოკლე
გამოდგა
– მეუღლემ
ერთ-ერთ
მთავარ
როლზე
დანიშვნა
მოსთხოვა,
გოგა
კი
ასეთ
შემთხვევებში
კატეგორიული
და
პრინციპული
იყო,
მისთვის
არ
ჰქონდა
მნიშვნელობა
ცოლი
იყო,
თუ
ვინმე
რიგითი
მსახიობი,
ის
თვლიდა,
რომ
ამ
როლს
სხვა
უკეთ
შეასრულებდა.
ამ
მიზეზით
სახლში
საშინელი
სკანდალები
იმართებოდა.
საბოლოოდ
ყველაფერი
გაყრით
დასრულდა.
ამის
შემდეგ,
გ.ტოვსტონოგოვს
ოფიციალურად
ცოლი
აღარ
მოუყვანია.
ახალგაზრდობაში
მოფიქრებულ
ერთ-ერთ
“თეატრალურ
მცნებას”
- არ
ეარშიყო
ქალებს
საკუთარ
თეატრში
– ყოველთვის
პირნათლად
ვერ
ასრულებდა,
თუმცა
ერთი
თვისება
კი
ჰქონდა
– ფავორიტი
ქალები
თეატრში
პრივილეგიებით
ვერასოდეს
სარგებლობდნენ.
“გოგას
სულ
ჰყავდა
ქალები,
ზოგიერთ
მათგანს
ვიცნობდი,
- იხსენებს
რეჟისორის
და,
- ზოგის
შესახებ
კი
არაფერს
მეუბნებოდა,
მას
ხომ
ბინაში
ცალკე
შესასვლელი
და
თავისი
გასაღები
ჰქონდა...
ზოგჯერ
ისეც
ხდებოდა,
რომ
ვერაფერს
ვამჩნევდი...”
პეტერბურგის სახლის გარდა, ტოვსტონოგოვებს პატარა აგარაკიც მისცეს კომაროვოში, ულამაზეს სოფელში, რომელიც ერთგვარ მიწიერ სამოთხედ იქცა პეტერბურგის ინტელიგენციისათვის. აქ ცხოვრობდნენ დრამატურგები, რეჟისორები, მსახიობები, სანატორიუმში დასასვენებლად სხვა ქალაქების თეატრალური მოღვაწეებიც ჩამოდიოდნენ. განსაკუთრებული ვნებათაღელვა კი ჩოგბურთის კორტებზე ტრიალებდა, ხშირად იმართებოდა ტურნირები, რომელშიც გოგა და დოდო აქტიურად მონაწილეობდნენ. აი, სეირნობა კი მაინცდამაინც არ უყვარდა კომფორტის მოყვარულ რეჟისორს, შესაძლოა ამის გამოც გაუუარესდა ჯანმრთელობა. თანაც ძალიან ბევრს ეწეოდა – დღეში ორ კოლოფს! ახლობლებმა
იცოდნენ, რომ გიორგი ტოვსტონოგოვს კარგი სიგარეტი უყვარდა და უცხოეთიდან საჩუქრად ყოველთვის მისი საყვარელი “მალბორო” ჩამოქონდათ. გოგას განსაკუთრებული სისუსტე მანქანები იყო – პატარა ბიჭივით უხაროდა ახალი მანქანა და მთელი ცხოვრება “მერსედესზე” ოცნებობდა. 80-იან წლებში აისრულა კიდეც ეს სურვილი – გერმანიაში დადგმაზე მიიწვიეს და იქიდან უკვე საკუთარი “მერსედესით” ჩამოვიდა, საჭეს არავის აკარებდა და ბავშვივით ბედნიერი იყო. ერთხელ, ერთი მსახიობის გარდაცვალების ამბავი გაიგო, რომელიც საკუთარ მანქანაში, საჭესთან მჯდომი გარდაიცვალა. «Умер как мужчина. Можно позавидовать» - თქვა მან და თითქოს იწინასწარმეტყველა საკუთარი აღსასრული...საბჭოთა
ხელისუფლებამ
გიორგი
ტოვსტონოგოვი
თითქმის
ყველა
ჯილდოთი
და
ორდენით
დააჯილდოვა,
რაც
კი
არსებობდა
იმხანად:
იყო
სსრკ-ს
უმაღლესი
საბჭოს
დეპუტატი,
სოციალისტური
შრომის
გმირი,
ლენინისა
და
სახელმწიფო
პრემიების
ლაურეატი,
ლენინის
რამდენიმე
ორდენის
მფლობელი...
საოცარია,
მაგრამ
ამ
დროს
იგი
მაინც
არ
იყო
კომუნისტური
პარტიის
წევრი
– როგორც
ჩანს,
იმდენად
დიდ
მნიშვნელობას
ანიჭებდნენ
მის
პერსონას
ხელისუფლებაში,
რომ
უპარტიობასაც
კი
პატიობდნენ.
თეატრი,
რომლის
სათავეშიც
უპარტიო
ხელმძღვანელი
იდგა,
მუდმივად
დადიოდა
გასტროლებზე
უცხოეთში,
თანაც
ისეთ
დროს,
როდესაც
ბევრ
თეატრს
საზღვარგარეთ
არ
უშვებდნენ.
გიორგი
ტოვსტონოგოვი
არ
ითვლებოდა
დისიდენტ
რეჟისორად,
(მაგალითად
როგორც
იური
ლიუბიმოვი), თუმცა არაერთგზის გამოუძახიათ იდეოლოგიურ კომისიაზე, იშვიათად, მაგრამ მაინც კრძალავდნენ მის სპექტაკლებს, მტრებიც ჰყავდა სახელისუფლებო წრეებში, თანაც საკმაოდ გავლენიანი მტრები. ზოგიერთი სპექტაკლის გამოშვების ბედი დიდი კამათისა და ბრძოლის შედეგად წყდებოდა – ხან იმარჯვებდა, ხანაც მარცხდებოდა.
რეჟისორის
და
იხსენებდა:
“იყო
დრო,
როდესაც
გოგას
კუდში
დასდევდა
გაურკვეველი
მანქანა,
სულ
უთვალთვალებდნენ.
შემდეგ
გამოირკვა,
რომ
თურმე
ჩვენი
ბინის
ტელეფონი
და
მთელი
სახლიც
კი
მუდმივად
ისმინებოდა.
გოგას
ხშირად
იბარებდნენ
“ზევით”,
თავისებური
მეთოდებით
“ამუშავებდნენ”,
“კეთილ
რჩევებს”
აძლევდნენ
პიესების
შერჩევის
შესახებ...”
ერთხელ
დოდოს
გამოც
გამოიძახეს,
საყვედურობდნენ
– რატომ
დადის
ეკლესიაშიო.
როგორც
ყველა
ხელოვანს,
გიორგი
ტოვსტონოგოვსაც
საშინლად
აღიზიანებდა
მის
შემოქმედებასა
და
პირად
ცხოვრებაში
ამგვარი
ჩარევა,
მეტისმეტად
ნერვიულობდა
და
ბრაზობდა,
თუმცა
ისევ
და
ისევ
თეატრის
გამო,
ხანდახან
გარკვეულ
დათმობებზე
წასვლა
მაინც
უხდებოდა.
ტოვსტონოგოვი
კარგი
ჯანმრთელობით
ნამდვილად
ვერ
დაიკვეხნიდა,
ამგვარი
კომპრომისები
კი
განსაკუთრებით
მოქმედებდა
მის
ნერვულ
სისტემაზე,
ხშირად
ავადმყოფობდა,
მაღალი
წნევა
და
კუჭის
წყლული
აწუხებდა,
ექიმები
კატეგორიულად
უკრძალავდნენ
სიგარეტის
მოწევას,
თუმცა
ნებისყოფა
არ
ყოფნიდა
და
ვერ
ელეოდა
ათწლეულების
მანძილზე
ჩამოყალიბებულ
ამ
მავნე
ჩვევას,
საავადმყოფოშიც
იმის
გამო
არ
წვებოდა,
რომ
იცოდა,
იქ
მოწევის
უფლებას
არ
მისცემდნენ.
ერთხელ დოდომ გადაწყვიტა ძმას დახმარებოდა და შესთავაზა, მოდი ერთად დავანებოთ თავი მოწევასო, ყველას გასაოცრად, გოგა დათანხმდა და ერთად გაიკეთეს საოცრად მტკივნეული ნემსი ყურში, რომელსაც წესით, მოწევის სურვილი უნდა გაექრო. დილით დოდომ, ჩვეულებისამებრ, საუზმე მოამზადა, ყავა დაისხა და თვითონაც გაუკვირდა, რომ სიგარეტს არ მოუკიდა, არადა ათწლეულების მანძილზე მოწევა უკვე რეფლექსში ჰქონდა გადასული, ახლა კი უბრალოდ მოწევის სურვილი აღარ გაუჩნდა. ამასობაში სამზარეულოში გოგა შემოვიდა, თეატრის ამბები განიხილეს, ისაუზმეს და უცბათ, თითქოს არაფერი მომხდარა, გოგამ აიღო სიგარეტი და მოუკიდა! დოდო სიბრაზისგან კინაღამ გაგიჟდა:
- როგორ
არ
გცხვენია! სამი
საათია
არ
მომიწევია,
შენი
გულისთვის
ასეთ
მტკივნეულ
ნემსს
გავუძელი,
შენ
კი
ასე
თავხედურად
ეწევი!
შეშინებული
გოგა
იმწამსვე
თავის
ოთახში
შევარდა,
თუმცა
ანთებული
სიგარეტიც
თან
გაიყოლა...
80-იან წლებში ამერიკაში გასტროლისას, ერთ-ერთმა ექიმმა უწინასწარმეტყველა – თუ
სიგარეტს
თავს
არ
დაანებებთ,
2 წელიწადში
მოკვდებითო.
აქ
კი
ძალიან
შეეშინდა
და
მართლაც
შეეშვა
სიგარეტს,
რეპეტიციებზე
მსახიობები
უკვე
ვეღარ
ხედავდნენ
წლების
მანძილზე
შეჩვეულ
სიგარეტის
ნაპერწკალს
ჩაბნელებულ
დარბაზში.
მაგრამ
ამ
ნაპერწკალთან
ერთად,
თითქოს
რეჟისორშიც
რაღაც
ჩაქრა
– სარეპეტიციო
პროცესში
ყოველთვის
აქტიურად
ჩართული,
ახლა
ნერვიულად
იჯდა
სკამზე
და
თითქოს
ვერც
კი
ამჩნევდა
სცენაზე
მოძრავ
ადამიანებს.
ერთ-ერთი
ასეთი
რეპეტიციის
შემდეგ,
გოგამ
კაბინეტში
თავისი
უცვლელი
თანაშემწე
და
მეგობარი
დინა
შვარცი
იხმო:
-
ვეღარ
ვმუშაობ!
-
გიორგი
ალექსანდროვიჩ,
ეს
სამი
საათი
რაზე
ფიქრობდით? – ჰკითხა შეშფოთებულმა დინა შვარცმა.
-
მხოლოდ
ერთ
რამეზე
ვფიქრობდი,
დინა:
მოწევა
მინდა,
სიგარეტი
მინდა!..
მეორე
დღეს
ფსიქოლოგს
მიაკითხა,
ექიმმა
ასეთი
რჩევა
მისცა
ოჯახის
წევრებს:
შეეშვით,
მოწიოს,
ასეთ
დატვირთვას
უკვე
ვეღარ
გაუძლებს
და
თვითონ
შეეშვება
ნელ-ნელაო...
ის
დღე
მისთვის
ზეიმი
იყო,
პატარა
ბავშვივით
ხარობდა,
რომ
თვით
ექიმმა
მისცა
მოწევის
უფლება
და
ყველას
თვალწინ
დემონსტრაციულად
აბოლებდა.
ბოლო
წლებში
მეტისმეტად
გახდა,
გამოიფიტა...
ხშირად
აწვენდნენ
საავადმყოფოებში,
მკურნალობდნენ,
მაგრამ
აღსასრულის
შეგრძნება
სულ
უფრო
და
უფრო
უმძაფრდებოდა.
ახლობლებს
უთხრა,
რომ
სეზონის
ბოლოს
თეატრიდან
წამოვიდოდა:
“მე
უკვე
მუშაობის
უფლება
აღარ
მაქვს,
გაიგეთ
ეს! უკვე
აღარ
მაქვს
ძალა,
რომ
ხელები
ავიკაპიწო
და
ავხტე
სცენაზე,
რომ
სპექტაკლი
ჩავასწორო...
და
თუკი
სცენაზე
გამოსვლა
და
მსახიობისათვის
რაიმეს
ჩვენება
აღარ
შემიძლია,
მაშინ
თეატრის
მართვასაც
ვეღარ
შევძლებ!” სეზონის ბოლო კი ახლოვდებოდა.
1988 წლის 23 მაისს თეატრში გენერალური რეპეტიცია იგეგმებოდა, სამხატვრო ხელმძღვანელს ახალი სპექტაკლი უნდა ენახა და შეეფასებინა. დილით, სახლიდან გასვლის წინ, გოგამ დას უთხრა: “ან ჯანმრთელი ვარ, ან საერთოდ აღარ მინდა სიცოცხლე!..” თეატრში
საკმაოდ
სუსტი
სპექტაკლი
აჩვენეს,
რის
გამოც
ცუდ
ხასიათზე
დადგა,
თანაც
დაიღალა,
ხანგრძლივი
ავადყოფობის
შემდეგ
პირველად
გავიდა
სახლიდან,
დიდ
დატვირთვას
უკვე
ვეღარ
უძლებდა...
საჭესთან
დაჯდომის
უფლებას
არავის
აძლევდა,
ახლაც
უარით
გაისტუმრა
მძღოლი,
შინ
თვითონ
წავალო...
დიდი
დრამატული
თეატრის
ჭიშკარი
გაიღო,
ტოვსტონოგოვის
“მერსედესი”
ნელა
გამოვიდა
ეზოდან
და
ფონტანკის
მიმართულებით
წავიდა.
კიროვის
ხიდის
მოსახვევთან
გიორგი
ტოვსტონოგოვმა
შუქნიშნის
წითელ
შუქზე
მანქანა
შეაჩერა
და
გარდაიცვალა...
დიდი
მაესტროს
გარდაცვალების
შემდეგ,
თეატრს
სათავეში
მსახიობი
კირილ
ლავროვი
ჩაუდგა,
მოგვიანებით
მან
გიორგი
ტოვსტონოგოვის
სურვილი
შეასრულა
და
თეატრში
თემურ
ჩხეიძე
მიიწვია,
თავიდან
მხოლოდ
სპექტაკლის
დასადგმელად,
შემდეგ
კი
– ხელმძღვანელად.
პეტერბურგის
დიდ
დრამატულ
თეატრს
სათავეში
კვლავ
ქართველი
რეჟისორი
ჩაუდგა
და
დღეს
ეს
თეატრი
გიორგი
ტოვსტონოგოვის
სახელს
ატარებს.
ცრურწმენების
და
წინასწარმეტყველებების
მაინცდამაინც
არ
სჯეროდა,
მაგრამ
ერთხელ
რატომღაც
სადგურზე
მდგარ
ბოშა
ქალთან
მივიდა
სამკითხაოდ:
-
შენ
დიდი
კაცი
ხარ,
კარგად
ცხოვრობ
და
მომავალიც
ნათელი
გაქვს,
მაგრამ
დაიმახსოვრე
ჩემი
სიტყვები
– იცოდე,
საკუთარ
მანქანაში
მოკვდები. – უწინასწარმეტყველა მკითხავმა.
ბოშა
ქალის
სიტყვებმა
სულაც
არ
იმოქმედა
გოგას
განწყობაზე,
მხიარულად
ჩაჯდა
მანქანაში
(მაშინ
ჯერ
კიდევ
“ვოლგა”
ჰყავდა) და
თავისთვის
ჩაილაპარაკა:
- საინტერესოა, ამ მანქანაში მოვკვდები თუ სიკვდილამდე ოცნებას ავისრულებ და ეს ყველაფერი “მერსედესში” მოხდება?!
Comments
Post a Comment