Posts

მანანა გეგეჭკორი. "ვეძებთ ნაძირალას!" - თემურ ჩხეიძის „გრონჰოლმის მეთოდი“

Image
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არცერთი თანამედროვე პიესა ისე არ მომწონებია, როგორც ჟორდი გალსერანის „გრონჰოლმის მეთოდი“. დეტექტივის პრინციპით დაწერილი (თუმცა დეტექტივი არ არის) პიესა, იმედი მაქვს, ბოლომდე შეინარჩუნებს მაყურებლის ყურადღებას. არ შევუდგები იმის მოყოლას, თუ რაზეა ის. ამაზე, ვფიქრობ, თითოეული მაყურებელი თავის დასკვნას გამოიტანს. ძალიან მინდა ყველა ისე შეწუხდეს დასმული პრობლემით, როგორც ეს მე დამემართა პიესის კითხვისას.“ თემურ ჩხეიძე თანამედროვე ქართულ თეატრში გამოჩნდა პიესა, რომელიც სიღრმისეულად ასახავს საზოგადოებაში დღეს საფუძვლიანად დამკვიდრებულ მნიშვნელოვან სატკივარს, პრობლემას, რომელმაც ჩვენში უკვე მყარად მოიკიდა ფეხი. სამწუხაროდ! საინტერესოა, რომ ეს პიესა ქართული არ არის. იგი თანამედროვე ესპანელმა დრამატურგმა ჟორდი გალსერანმა დაწერა. მას „გრონჰოლმის მეთოდი“ ჰქვია. როგორც ჩანს, გლობალიზაციის მსოფლიო პროცესში საქართველოს ჩართვას, ჩვენი ქვეყნისათვის მრავალ პოზიტიურ შედეგთან ერთად, ნეგატიურიც მოაქვს. რას იზამ, ყველა მოვლენას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. „გრო...

ნათელა ურუშაძე, „შალვა ღამბაშიძე“

Image
  ნათელა ურუშაძე ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“, #9, 1983 შალვა ღამბაშიძე დაიბადა 1899 წლის 1 აგვისტოს (ძვ. სტ. 20 ივლისი), ზესტაფონში.  მისი ბაბუა, დეკანოზი დავით ღამბაშიძე, განათლებული კაცი იყო, სამოციანელთა იდეებით გატაცებული, ჟურნ. „მწყემსის“ რედაქტორ-გამომცემელი. მამა, ქსენოფონტე ღამბაშიძე, ზესტაფონის ეკლესიის მოძღვარი. ისიც ერთობ განსწავლული. დედა, პელაგია ცქიტიშვილის ასული. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. ერთხანს ზესტაფონის სტამბაში მუშაობდა. 1918 წელს დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და მაშინვე იწყებს თანამშრომლობას ქუთაისის თეატრში. 1919 წელს თბილისშია, სწავლობს გ.ჯაბადარის სტუდიაში. 1920 წელს ბათუმის თეატრის მსახიობია. 1921 წელს ისევ თბილისშია, დრამის თეატრში. ამავე დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია (3 წელი ისწავლა). 1928-1930 წლებში ქუთაისის თეატრშია მარჯანიშვილთან. 1930 წელს ისევ თბილისშია, მეორე სახელმწიფო დრამაში, რომელიც კ.მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობის თეატრად იწოდება. 1937 – 1948 წლებ...

სუბოტიცას საბავშვო თეატრების საერთაშორისო ფესტივალის შესახებ

Image
როცა გაზაფხულზე მივიღე წერილი, რომ სექტემბრის ბოლოს სერბეთში, ქალაქ სუბოტიცას საბავშვო თეატრების საერთაშორისო ფესტივალსა და ფორუმზე მეპატიჟებოდნენ, ძალიან კი გამიხარდა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მჯეროდა, რომ წასვლას მოვახერხებდი. პანდემიისა და "გამოკეტილობის" გადამკიდე, ვეღარც წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა ამდენი ხალხი კიდევ ერთად შეკრებილიყო, გვესაუბრა ხელოვნებაზე, საინტერესო თემებზე, ერთმანეთისთვის ჩვენ-ჩვენი ამბები გაგვეზიარებინა. ფესტივალზე დასწრება, ფორუმში მონაწილეობა ჩემთვის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით გამოდგა; ხელახლა დავრწმუნდი, რომ სწორ გზას ვადგავარ და ის, რის გაკეთებასაც ვცდილობ, ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრს და მის სამხატვრო ხელმძღვანელს, დიმიტრი ხვთისიაშვილს, რომელიც ყოველთვის მეხმარება და ხელს მიწყობს პროფესიულ წინსვლაში. რომ არა ეს თეატრი, მე ვერ აღმოვაჩენდი საბავშვო თეატრის ასეთ საინტერესო სამყაროს და არც მის კვლევას შევუდგებოდი. სუბოტიცა ულამაზესი პატარა ქალაქია სერბეთის ჩრდილოეთ ნაწილში, უნგრეთის საზღვართან ახლოს. ...

ნათელა ურუშაძე - ეროსი მანჯგალაძე - მონატრება

Image
  ეს მოხდა ისე მოულოდნელად, დაჯერება შეუძლებელი იყო... ფეხზე დადგა მთელი უბანი. წითელსარტყელიანი თეთრი მანქანები შემზარავი კივილით მოარღვევდნენ ქუჩებს მისი სახლისკენ, მანამდე კი მეზობელი ექიმები თავგამეტებით იბრძოდნენ მისი სიცოცლისათვის... ყველაფერი ამაო იყო. წამსვე მოედო ქალაქს ამბავი. არ იჯერებდნენ. თბილისს არ სურდა დაჯერება, არც მის თეატრს, სადაც იმ საღამოს - 1982 წლის 26 იანვარს „რიჩარდ მესამეს“ თამაშობდნენ. წარმოდგენა წუთი-წუთზე უნდა დაწყებულიყო. ან როგორ გინდა დაიჯერო - დღეს, სამ საათზე, დიახ, ზუსტად სამ საათზე, ერთად იყვნენ მხატვარ რ.სტურუას დაკრძალვაზე, შვიდ საათზე კი აღარაა?!   ისე კი იყო უცნაური, რომ ამხანაგი სასაფლაომდე არ გააცილა... არ ჰგავდა ეს ეროსის, მაგრამ ხომ ხდება ზოგჯერ... ის აღარ იყო. ამის შესახებ გამოუცხადეს მსახიობებს. გამოუცხადეს მაყურებელსაც. მათ შორის ზოგმა თეატრი დატოვა. დანარჩენები, ეტყობა, დაიბნენ და არ წასულან. მსახიობები თამაშობდნენ. როგორ? ვის ახსოვს... მხოლოდ ფიქრობდა ყველა დაძაბულად, გონს მოსვლას ცდილობდნენ, თავზე დამტყდარი უბედურების გააზრ...