Posts

Showing posts from 2025

1981 წელი; რუსთაველის თეატრის გასტროლები იტალიაში; ფრაგმენტები პირადი დღიურიდან

Image
22 აპრილს მოსკოვიდან დილით გავფრინდით რომში. რომის აეროდრომიდან პირდაპირ 56 ადგილიანი ავტობუსით ბრწყინვალე ავტოსტრადებით წაგვიყვანეს ფლორენციაში. 3 საათნახევარი დასჭირდა ჩასვლას ბრწყინვალე ქალაქამდე. მიუხედავად დაღლილობისა, ავტობუსის ფანჯრებიდან გზად ვათვალიერებდით სულ მწვანეში ჩაფლულ სოფლებსა და პატარა ქალაქებს, ძალიან ჩამოჰგავს ჩვენს ქვეყანას, იმერეთს. ძველი, შუა საუკუნეების ციხე-ნაქალაქევი საოცარი სანახავი იყო. ჩვენი მთარგმნელი ვანო ცაგარეიშვილი (რომელმაც ბრწყინვალედ იცის იტალიური, ასევე ესპანური, ინგლისური და პორტუგალიური ენები) ხუმრობდა, რომ პატარა ქალაქები მთებზე და კლდეებზე შეფენილი ჩვენს სიღნაღს ჩამოგავს და ზოგიც ქუთაისის გარეუბანსო. ვანო ენამახვილი კაცია, იუმორით სავსე და კარგი მოსაუბრე. ფლორენციაში მოგვათავსეს სასტუმრო კაპიტოლში. მე და გურამ საღარაძე ერთად ვართ. სასტუმრო კარგია, არა პირველხარისხოვანი, მაგრამ სუფთა და კოხტა. თეატრიც ახლოა აქედან და ყველა საზღაპრო ღირსშესანიშნაობები - მიქელანჯელო და ლეონარდოები, ტინტორეტო, ბოტიჩელი და ჯოტოები. და ვინ მოთვლის კიდევ, რა. ეჰ, ნ...

რუსთაველის თეატრის გასტროლები გერმანიაში და პოლონეთში; 1970 წლის მაისი-ივნისი

Image
11 მაისს გავედით მატარებლით თბილისიდან. მოსკოვი-ბრესტი-პოლონეთი - გერმანია (14.05), ბერლინიდან მანქანებით დრეზდენში. მე და ეროსი მოგვათავსეს ქალაქგარეთ, Motel Dresden -ში. პირველი სპექტაკლი შედგა 15-ში. ს.ჟღენტის „მიწის შვილები“. მაყურებელმა კარგად მიიღო, დიდი ოვაციები გაიმართა, თაიგულები, ყვავილების გადასროლა პარტერში და ა მდაგვარი „მატრაბაზობა“. წარმოდგენის შემდეგ ადგილობრივმა თეატრმა ბანკეტი გაგვიმართა. მგონი, პირველი ნაბიჯი მტკიცედ გადავდგით. ვნახოთ, ხვალ „სიბრძნე“ და „სამანიშვილი“ როგორ გავა. დრეზდენი ძალიან ლამაზი ქალაქი ჩანს, მაგრამ დრო სულ არ არის, რომ დაათვალიერო. გამოფენისთვის დრო ცოტაა, მაგრამ უნდა ხვალ როგორმე ვნახო. ისე, გერმანელებმა კარგი მიღება იციან. 16 მაისი . დღის რეპეტიციის შემდეგ ძალიან მოგვინდა დრეზდენის გამოფენის დათვალიერება, უდიდესი შთაბეჭდილება მივიღე. განსაკუთრებით, ტიციანის, რემბრანდტის, ვან დეიკის, რუბენსის შედევრებით. სამწუხაროა, დრო არა მაქვს, რომ ხანგრძლივად ვიყო და დავათვალიერო. ძალიან სწრაფად, 1 საათში მოვიარეთ - რას იზამ. მაღაზიებში ყ...