Posts

გიორგი გეგეჭკორისა და ნათელა ურუშაძის დღიურები, 1967 წელი, რუსთაველის თეატრის პირველო გასტროლები რუმინეთში

Image
1967 წელი რუმინეთი; ოქტომბერი გ. გეგეჭკორი 8 ოქტომბერი დღისით ჩავფრინდით მოსკოვში და 9-ში ღამის 9 საათზე შევუდექით მზადებას გასამგზავრებლად რუმინეთისკენ. სასტუმრო „უკრაინადან“ გავემგზავრეთ შერემეტიევოს საერთაშორისო აეროდრომზე. ორსაათიანი ცერემონიალის შემდეგ, დილის 8.30-ზე ავფრინდით და 3 საათიანი მგზავრობის შემდეგ (ИЛ-18, რომელიც საშინლად ხმაურობდა) ჩავფრინდით ბუქარესტში მშვიდობიანად და კარგად. ჯერჯერობით ერთი გროში არ გვაბადია, ალბათ მერე მივიღებთ რამეს. ბუქარესტი ძალიან ლამაზი ქალაქია, სულ მწვანეშია. მაღალი სახლები ნაკლებად არის, საშუალო და პატარა სახლები, ერთობ ლამაზი, ზოგან თავისი ეზოებით.  თეატრი ძველებურია. ძალზე პატარა სცენით და პარტერით, მაგრამ ლამაზი და თავისებური. ეს არის ნაციონალური თეატრის შენობა. რეპეტიციის შემდეგ სახლში დაგვპატიჟა ფანი ჯინჯიხიშვილმა, სადაც გავიცანით პროფესორი ნანუ (არქიტექტურის და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი) დიდი მეგობარი ვახტანგ ბერიძის. ნ.ურუშაძე 9. 10. 67 ბუქარესტი მოსკოვიდან 9.40-ზე გამოვფრინდით. გამოგვისტუმრეს დიდი ნდობით -...