Posts

Showing posts from August, 2025

1981 წელი; რუსთაველის თეატრის გასტროლები იტალიაში; ფრაგმენტები პირადი დღიურიდან

Image
22 აპრილს მოსკოვიდან დილით გავფრინდით რომში. რომის აეროდრომიდან პირდაპირ 56 ადგილიანი ავტობუსით ბრწყინვალე ავტოსტრადებით წაგვიყვანეს ფლორენციაში. 3 საათნახევარი დასჭირდა ჩასვლას ბრწყინვალე ქალაქამდე. მიუხედავად დაღლილობისა, ავტობუსის ფანჯრებიდან გზად ვათვალიერებდით სულ მწვანეში ჩაფლულ სოფლებსა და პატარა ქალაქებს, ძალიან ჩამოჰგავს ჩვენს ქვეყანას, იმერეთს. ძველი, შუა საუკუნეების ციხე-ნაქალაქევი საოცარი სანახავი იყო. ჩვენი მთარგმნელი ვანო ცაგარეიშვილი (რომელმაც ბრწყინვალედ იცის იტალიური, ასევე ესპანური, ინგლისური და პორტუგალიური ენები) ხუმრობდა, რომ პატარა ქალაქები მთებზე და კლდეებზე შეფენილი ჩვენს სიღნაღს ჩამოგავს და ზოგიც ქუთაისის გარეუბანსო. ვანო ენამახვილი კაცია, იუმორით სავსე და კარგი მოსაუბრე. ფლორენციაში მოგვათავსეს სასტუმრო კაპიტოლში. მე და გურამ საღარაძე ერთად ვართ. სასტუმრო კარგია, არა პირველხარისხოვანი, მაგრამ სუფთა და კოხტა. თეატრიც ახლოა აქედან და ყველა საზღაპრო ღირსშესანიშნაობები - მიქელანჯელო და ლეონარდოები, ტინტორეტო, ბოტიჩელი და ჯოტოები. და ვინ მოთვლის კიდევ, რა. ეჰ, ნ...