რუსთაველის თეატრის გასტროლები მექსიკაში, 1977 წელი
ტოლუკა - 2700 მეტრი, პატარა ქალაქი. 6-ში პირველი წარმოდგენა, „სამანიშვილი“ [1] , ბეწვის ხიდზე გავდივართ. შესავალი მექსიკელმა არტისტმა წაიკითხა, ( რუსთაველის ) თეატრი გააცნო საერთოდ, წარმოდგენის პირობაც გააცნო და მოკლე შინაარსიც. წარმოდგენა ძალიან კარგად წავიდა, მიუხედავად ენობრივი ბარიერისა და ბუხუტის [2] ცუდად გახდომისა - წნევა დაერღვა და ა.შ. ბოლოს ხანგრძლივი აპლოდისმენტები. ახალგაზრდა მექსიკელები შემოვიდნენ და აღფრთოვანებულები გვეუბნებოდნენ, რომ მექსიკელებს გავხართო ტემპერამენტითო და საერთო აღფრთოვანება გამოხატეს. ბუხუტი ცუდად გვყავს, ალბათ ეროსის მოუწევს შესვლა... მოკლედ, ბეწვის ხიდზე გავედით. ვნახოთ, რა გველის წინ?... მივდივართ სხვა ქალაქში. 7-ში პუებლოში „კავკასიური [3] “ უზარმაზარი დარბაზი, ხალხი - ნახევარი მოწვეული, ნაწილი ბილეთებით. დარბაზის მეოთხედი იყო, ვინაიდან წრე არ იყო და კულისებიც არ იყო, ამიტომ ტექნიკურად წარმოდგენას ბევრი ხარვეზი გააჩნდა. ამ სპექტაკლს თუ რომელიმე კომპონენტი აკლდება, ხელად ეტყობა ხოლმე. წარმოდგენის შემდეგ აპლოდისმენტები კი იყო, მაგრამ ჩვეულ